ავარიული სახლების შეკეთებისთვის საჭირო თანხებს მთლიანად მუნიციპალიტეტი გაიღებს

ავარიული სახლების შეკეთებისთვის საჭირო თანხებს მთლიანად მუნიციპალიტეტი გაიღებს

თბილისში, ავარიული შენობების რესტავრაციაზე 60 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა for.ge-ს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც შიხიაშვილი ამბობს, თბილისის სახეშცვლილი ბიუჯეტის პრიორიტეტი ავარიული სახლების რეაბილიტაცია იქნება. პირველადი კვლევების შედეგად დაგენილია, რომ დედაქალაქში 300-ზე მეტი ავარიული ნაგებობაა, რომელთა უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში უსახლკაროდ დარჩენა 50 ათასზე მეტ თბილისელს ემუქრება.

ირაკლი შიხიაშვილმა კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა, გაუქმებულია თანადაფინასების პრინციპი და ავარიული სახლების შეკეთებისათვის საჭირო თანხებს მთლიანად მუნიციპალიტეტი გაიღებს.

შიხიაშვილი მოითხოვს მერიისგან, რომ ეს დავალება მაქსიმალურად სრულყოფილად შეასრულოს. მისივე თქმით, გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი და ტენდერში გამარჯვებული ფირმები დაიწყენებ აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს.

 „ავარიული სახლებისთვის გამოვყოთ 60 მილონამდე თანხა და მოვთხოვოთ მერიას, რომ ეს დავალება მაქსიმალურად სრუყოფილად შეასრულოს. რაც გამოიხატება იმაში, რომ ტენდერის საფუძველზე, როდესაც პროქეტები გვექნება ხელში და გვეცოდინება სავარაუდო ღირებულება, გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი და ტენდერში გამარჯვებული ფირმები დაიწყენებ აღდგენა გამაგრით სამუშაოებს“, - აღნიშნა შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, საკრებულოს ამოცნაა, თბილიში არსებული მწვავე ავარული სახლების პრობლემის გადაჭრა.

„9 წლის განმავლობაში ყველა ხედავდა, რომ ამ ქალაქში იზრდებოდა სახლების ავარიულობა, დაზიანების ხარისი როცა აღწევდა იმ კონდიციას, რომ იქ ხალხის დატოვება არ შეიძლებოდა, ადგილობრივ თვითმართველობას გამოჰყავდა ეს ოჯახები ქირით, გარკვეული პერიოდი უხდიდა ქირას, მაგრამ ქირის გადახდა რომ შეუძლებელი ხდებოდა, მოსახლეობა ღვთის ანაბარა რჩებოდნენ - ხან სად და ხან სად უწევთ ღამის გათენება, ან იჭრებოდნენ კონკრეტულ ფართებში და არანორმალურ პირობებში აგრძელებდნენ ცხოვრებას.

300 მეტი ავარიული სახლია თბილისში, შესაძლოა, რომ 50 ათასი ადამიანი დარჩეს ქუჩაში. ამიტომ, ამ ბიუჯეტში ჩვენ გავითვალისწინეთ 3 მილიონი ლარი იმისათვის, რომ მერიის სამსახურებთან, საკრებულოს კომისიებთან, საპროექტო სამსახურებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად, სასწრაფოდ ჩავატაროთ პასპორტიზაცია, რომ ვიცოდეთ რამდენი ავარიული სახლი გვაქვს ქალაქში. მნიშვნელობანია, გადავარჩინოთ კორპუსი, რომ მოსახლეობა არ დარჩეს საცხოვრისის გარეშე. მწვავე ავარიული სახლები სადაც იქნება მაქსიმალურად ყველგან მოვხსნით ამ ავარიულობას ფორსმაჟორის წესით“, - განაცხადა საკრებულოს თავმჟდომარემ.

როდის გამოცხადდება საპროექტო ტენდერი?

- პასპორტიზაციის შემდეგ გამოვაცხადებთ პროექტო ტენდერს. გვეცოდინება რომელი სახლებია გასამაგრებელი. პირველ რიგში, სიმწვავის ხარისხიდან გამომდინარე ვაკეთებთ აქცენტს.

თანადაფინასებით მოხდება თუ არა?

- არა. სწორედაც ამაშია საქმე, რომ გავაუქმეთ ჩვენ 15%-იანი დაფინასება. კორპუსს სჭირდება 300 ათასი ლარი გამაგრება, თქვენ ისეთი კორპუსი წარმოგიდგენიათ, რომ 45 ათასი ლარი შეგროვდეს, რომ შემდეგ თანადაფინასების პრინციპით გამაგრდეს? თუ კორპუსი დაზიანებულია და ამ 45 ათასი ლარსაც ჩვენ არ გადავიხდით, ეს კორპუსი ავარიულობის ისეთ ზღვარს მიაწევს, რომ მოსახლეობა გვეყოლება ქირით გამოსაყვანი. ერთი წლის განმავლობაში იგივე თანხა დაგვიჯდება და უფრი მეტიც, ვიდრე კორპუსის გამაგრება. თუ გავამაგრებთ შედეგს მივიღებთ იმას, რომ მინიმუმ, 35-40 წელი ეს ბინა გადარჩება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის დახურვა. სწორია ეს ინფორმაცია?

- არა, პირიქით. დღესდღეობით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამას დარჩენილი აქვს 24 მილიონი. დაახლოებით 8 მილიონის რესურსი კიდევ არსებობს. ჩვენ 20 მილიონი ლარი მოვაკელით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, რომ დრულად დავიწყოთ ავარიული სახლების შესწვალა. მოგეხსენებათ, რომ 2015 წელს თბილისი უნდა იყოს მასპინძელი ძალიან სერიოზული ფესტივალის. უფრო მომზადებული რომ შევხვდეთ და ქალაქი რომ იყოს უსაფრთხო, ამისთვის უნდა დავხარჯოთ ეს თანხა. ასევე ეს თანხა მოხმარდება საბაშვო ბაღების მოწესრიგებას, რომ ჩვენს პატარებს შევუქმნათ უფრო მეტად კომფორტული გარემო.

ინფორმაცია, თითქოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობიდან ამოღებულია თანხები, გავრცელდა შეგნებულად, თითქოს - საკრებულომ მოსახლეობის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება. ეს თანხები ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივს ხმარდებოდა. ძალიან კარგად მახსოვს, ამ თანხებით როგორ დაატარებდნენ ამ ადამიანებს და როგორ უტარებდნენ სემინარებს. ახლა კი, ეს წამახალისებელი თანხები დააკლდებათ. ამხანაგობის თავჯდომარე არის მათი პარტიული აქტივისტი, პარტიული სამუშაოს შესასრულებლად თავის კორპუსში რაც უნდა გაეკეთებინა ამისთვის აძლევდნენ 300 ლარს, ოღონდ ირიბად. ვითომ, ახალისებდნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს და სინამდვილეში, ახალისებდნენ თავის კოორდინატორს. ახლა კი, ეს ვეღარ დაფინანსდება.