შსს–მ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამი პირი ამხილა

შსს–მ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამი პირი ამხილა

შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ხაშურის, კასპის და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სხვადასხვა კაფე-ბარის სამი მფლობელი: 1976 წელს დაბადებული მარინე ი, 1970 წელს დაბადებული ლელა გ. და 1978 წელს დაბადებული ხათუნა ა. ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ხათუნა ა. - ქარელში, მარინე ი. - ხაშურში, ხოლო ლელა გ. - კასპში, საავტომობილო მაგისტრალზე მდებარე კაფე–ბარებში ოთახებს პროსტიტუციისათვის აქირავებდნენ.
აღნიშნულ დაწესებულებებში მომუშავე 22 ქალბატონი, გამოძიების ფარგლებში, მოწმის სტატუსით დაიკითხა. მათგან ერთი - ყირგიზეთის, სამი - უზბეკეთის და ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა .

გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებელის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 254–ე მუხლით).