„ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ზემო რაჭა აღარ იარსებებს“

„ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ზემო რაჭა აღარ იარსებებს“

ჰესების გაცხოველებულმა მშენებლობამ წინა ხელისუფლების დროსაც ბევრი გაანაწყენა და ვითარება ახლაც არ შეცვლილა. ეს იმიტომ, რომ არც ახალი მთავრობა ამბობს უარს ჰიდროელექტროსადგურების განალებული ტემპებით მშენებლობაზე. ეს მაშინ, როცა ამჟამად და უახლოეს მომავალშიც ამის გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს, თანაც ჰესების მშენებლობას ქვეყნის ეკოსისტემა ეწირება. ცალკერძ გარემოსდამცველებსა და მოსახლეობას, ხოლო ცალკერძ ენერგეტიკის სამინისტროს შორის დიდი დაძაბულობაა.

დადგება თუ არა ზემო რაჭის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ? ონში ჰესების კასკადების მშენებლობას გარემოს დამცველები აპროტესტებენ. მდინარე რაიონის 47-კილომეტრიან მონაკვეთზე 4-5 წელიწადში სადგურების კასკადი უნდა აშენდეს, რომლის ღირებულება 664 მილიონი დოლარს შეადგენს.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ონი სეისმურად ისედაც არამდგრადი რაიონია და ჰესების აშენების შემთხვევაში რაიონის ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, ხოლო ხოლო კურორტ შოვს დამსვენებლები აღარ ეყოლება.

ცნობისთვის, რიონზე ჰესების კასკადის გამომუშავებული ელექტროენერგიის 16% საქართველოსთვის,  დანარჩენი კი იმპორტისთვის არის გათვალისწინებული.

„ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიძლება დავასკვნათ, რომ ზემო რაჭა საერთოდ აღარ იარსებებს. იქ მცხოვრები მოსახლეობა უდიდესი პრობლემების წინაშე დადგება და ისედაც დაცლის პირას მისული სოფლებში ადამიანები აღარ დარჩებიან.

მუხედავად გარემოს ზემოქმედების წინასწარ დასკვნისა, სადაც საკმაოდ ბევრი უარყოფითი მხარეა, ინვესტორის ძიება მაინც მიმდინარეობს, ანუ ამ საქმის დასაწყებად სახელმწიფოს მხოლოდ ინვესტორი აკლია.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ რაჭა სეისმური ზონაა და რაც უნდა მდგრადი ჰესი აშენდეს, საშიშროება მაინც ძალიან დიდია. თუმცა, ამას არავინ უყურებს. არანაირი კვლევა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება სჯობს იმ ადგილას, არ ყოფილა.

„ვითარების გასარკვევად ენერგეტიკს სამინისტროს მივმართეთ და როგორც მათგან გავიგეთ, საკითხს მოგვარებაში საპარტნიორო ფონდია ჩართული. დაკავშირება მათთანაც ვცადეთ, თუმცა დღემდე არანაირი ინფორმაცია არ მოუწვდიათ. წინასწარი დასკვნა და ზოგადად ამ საკითხზე ინფორმაცია ჩვენით მოვიპოვეთ“, - ამბობს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე რუსუდან სიმონიძემ.

ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე კი გარემოს დამცველებს პასუხობს. ილია ელოშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შეუძლებელია რომელიმე ჰესის მშენებლობამ ქვეყნის ან რეგიონის განადგურება გამოიწვიოს. ელოშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტიც კი არ არის მზად და ამაზე იტალიური საკონულტაციო ჯგუფი მუშაობს.

მისივე თქმით, მშენებლობა მხოლოდ საჯარო განიხლვების და გარემოზე ზემოქმედების დადებითი შეფასების შემთხვევაში დაიწყება. ნამახვანის ჰესების კასკადის საპროექტო ტერიტორია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში  მდებარეობს. პროექტი სამი ნაწილისგან შედგება და განხორციელებისთვის პირველი მემორანდუმი მთავრობას და ინვესტორებს შორის 2009 წლის დეკემბერში გაფორმდა. თუმცა 2012 წლისთვის გაირკვა, რომ უცხოელებმა პროექტის განხორციელებაზე უარი თქვეს.

ონში ჰესის შესაძლო მშენებლობას სიბეცედ აფასებს მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე. მისი აზრით, ამ შემთხვევაში ელექტოენერგიის გამომუშავება ქვეყნის განადგურების ხარჯზე მოხდება.

„ეს არის ენერგეტიკული პოლიტიკდან გამომდინარე სრული სიბეცე. ჩვენ, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვერ გავიგეთ სახელმწიფოს რა პოლიტიკა აქვს ამ საკითხისადმი. ჩვენ თუ გვინდა, რომ საქართველო, როგორც მცირემიწიანი ტერიტორია, თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა განვავითაროთ, მსგავსი გადაწყვეტლებები უნდა შევცავლოთ.

ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად უამრავი სხვა საშუალება არსებობს. ვისაც კითხვა შეუძლია, კარგი იქნება, თუ, მაგალითად, ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას წაიკითხავენ, რომელშიც ამდაგვარ რაღაცებზე ლაპარაკიც კი არ არის. თუკი ასეთი შეხედულებების პირები არიან, კარგი იქნება, თუკი ისინი ხელისუფლებას ჩამოშორდებიან. არსებობენ პროგრესული ადამიანები, რომლებაც კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოიპოვონ ენერგია და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.