კონკურსი

კონკურსი

საკონკურსო განცხადება

1.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის რეკონსტრუქციისათვის საჭირო დიზაინისა და სამუშაოთა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე და იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

2.საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, გმირთა მოედანი.

3.კონკურსის მიზანია აღნიშნული მემორიალის რეკონსტრუქციისათვის საუკეთესო დიზაინის შერჩევა და შემდგომში გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება.

4.შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა – 5000 ლარი (დღგ-ს გარეშე).

 

5.საკონკურსო წინადადების მიღება იწარმოებს 2013 წლის 26 აგვისტოს 18 საათამდე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, გენერალ კვინიტაძის #20, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.

6.ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო გზით, მიღება-ჩაბარებისა და შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის გაფორმებიდან 15 დღის განმავლობაში. კონკურსანტმა წინადადების ფასში უნდა გაითვალისწინოს საავტორო ზედამხედველობისა და ასევე ყველა შესაძლო ხარვეზის/ნაკლის გამოსწორების ხარჯი.

7.საავანსო ანგარიშსწორება არ განიხილება.

8.კონკურსანტმა საკონკურსო წინადადებაში უნდა მიუთითოს:

•           საკონკურსო წინადადების ფასი. (შენიშვნა: ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე, თუ გამარჯვებული კონკურსანტი არის დღგ-ს გადამხდელი, ხელშეკრულების გაფორმებისას ფასში გათვალისწინებული იქნება დღგ-ც).

•           ესკიზები/რენდერები;

•           კონკურსანტის სრული რეკვიზიტები

9.კონკურსანტს უფლება აქვს წარმოადგინოს დიზაინისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის ერთი ან რამდენიმე ვარიანტი.

10.გამარჯვებულმა კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა.

11.საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები ესკიზში, რომელიც კონკურსანტმა უნდა შეასრულოს უფასოდ.

12.გამარჯვებულმა კონკურსანტმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისას უნდა გაითვალისწინოს შემსყიდველის მითითებები

13.საკონკურსო პირობებთან და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული განმარტებების მიღება კონკურსანტს შეუძლია შემდეგი საკონტაქტო პირისგან: გიორგი ირემაძე, ტელ: 291-03-54, 577 19-66-19; ელ.ფოსტა: გირემადზე@მოდ.გოვ.გე , თბილისი, მარშალ გელოვანის #6.

 

ტექნიკური დავალება

1.შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის რეკონსტრუქციისათვის საჭირო დიზაინი და სამუშაოთა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

2.დიზაინი და სამუშაოთა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

•           ძველი ფასადის ჩამოხსნა

•           ახალი ერთიანი ფასადის მოპირკეთება, საჭირო შემთხვევაში დიზაინისათვის საჭირო ელემენტების ჩამატება;

•           ყველა წარწერის ერთიან სტილში დაწერა;

•           `საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის~ აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, 2008 წლის ომში და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალად ერთ კომპოზიციად შეკრება;

•           მემორიალზე ყველა გვარის ალფავიტის მიხედვით განთავსება;

•           სასურველია ახალი მემორიალი მოპირკეთდეს ხელოვნური კვარციტით ან მარმარილოთი;

•           გარდაცვლილი გმირების სახელები და გვარები ამოიტვიფროს მაღალხარისხიანი არაკალით ან სხვა სათანადო მასალით;

 

3.საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

•           ხარჯთაღრიცხვა

•           მოცულობათა უწყისი

4.საკონკურსო წინადადების ფასში სრულად უნდა იყოს მოცემული კონკურსით გათვალისწინებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადები. ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარვეზისა და მოთხოვნილი ცვლილების ღირებულება, რაც შეიძლება შემსყიდველს გაუჩნდეს პროექტირებისას ან სამუშაობის წარმოებისას, ასევე საპროექტო (საავტორო) ზედამხედველობის ხარჯი. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამზადებული უნდა იყო საქართველოში მოქმედი ნორმებითა და სტანდარტებით

5.იმ შემთხვევაში თუ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გაუთვალისწინებელი და დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, ამ დამატებითი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა განხორციელდება ანაზღაურების გარეშე.

6.პროექტირების პერიოდში საპროექტო დავალებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების დაპროექტების საკითხი ზეპირი სახით თანხმდება შემსყიდველთან.