აშშ-ში ჩამოგდებული საჰაერო ბუშტი ჩინეთში მონაცემებს დროის რეალურ რეჟიმში აგზავნიდა. ამის შესახებ NBC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.
კერძოდ, არსებული ინფორმაციით, ჩამოგდებამდე საჰაერო ბუშტმა ამერიკული სამხედრო ბაზებიდან სადაზვერვო ინფორმაცია მოიპოვა, თუმცა NBC News-ის რესპონდენტები აცხადებენ, რომ მათ შეძლეს საჰაერო ბუშტის სადაზვერვო შესაძლებლობების შეზღუდვა.
თეთრ სახლში ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა. პენტაგონში კი აღნიშნავენ, რომ საჰაერო ბუშტის ნამსხვრევების შესწავლა ჯერ არ დასრულებულა.
„ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა იმის დასადგენად, თუ რა ინფორმაცია მოიპოვა ჩინეთმა, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა მინიმუმამდე შეამცირა მათი შესაძლებლობები“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა.