ფინეთის პრემიერ-მინისტრის სანა მარინის პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. სოციალ-დემოკრატებმა ხმების 19.9% მიიღეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.
არჩევნებში მემარჯვენე „ეროვნული კოალიციის“ პარტიამ ხმების 20.8%-ით გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა მემარჯვენე პოპულისტური „ფინელების პარტია,“ ხმების 20.1%-ით.
სანა მარინმა დამარცხება უკვე აღიარა და გამარჯვებული პარტიების ლიდერებს მიულოცა.