„ემრეოს“ უფროსობიდან პოლიტიკურ რვილობამდე

„ემრეოს“ უფროსობიდან პოლიტიკურ რვილობამდე

ახლა წავიკითხე, რომ ერთერთმა ნაკლებად ცნობილმა (ციტატა კინოფილმიდან „ცისფერი მთები“) და ბიძინა ივანიშვილის გარეშე არშემდგარმა პოლიტიკოსმა ჩემი სტატიის კომენტარისთვის მოიცალა (საუბარია for.ge-ზე გამოქვეყნებულ  გია ცაგარეიშვილის ინტერვიუზე http://www.for.ge/view.php?for_id=25895&cat=2 რედ.).

მეტი საქმე არ გაქვს ბიძიკო?

უფრო სწორად-მტირალა ბიჭიკო?

წადი რა, დაკავდი საზოგადოებისათვის სასრგებლო საქმით. ბოლო-ბოლო, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და აგერ ასათიანის ქუჩაზე სკვერს ანადგურებენ, კუს ტბაზე და წავკისში ტყეს რომ ჩეხავენ, იქნებ, მაგისთვის მოიცალო იუზგარ (წესით გინება არ უნდა გეგონოს თბილისელობაზე გაქვს პრეტენზია და ეს თბილისური სლენგით „ზნეკეთილს“ ნიშნავს).

ხელფასს ხომ ჩვენი (ჩემი) ჯიბიდან გიხდით და არა ოგბაიძის ინტერვიუს კომენტარისთვის?!

მართლა რავა ნაციონალივით წამომაყვედრე მერაბიშვილზე და 26 მაისზე საუბარი, ბიჭო?!

მართლა სადამდეც მწვდები იქამდე მკბენ?

რამ გაგამწარა?

ახლა რომ წერ 2007 წელს თანამდებობაზე იყავიო - შე მართლა „ემრეოს“ უფროსო - რა ვქნა, ახლა, - დავაგინო თუ შევიგინო?

კიდევ: რომ წერ „ოგბაიძე თავის ბურჯანაძესთან ერთად“-ო, ეგ რა გამოთქმაა იუზგარ?

ცოტა ხომ არ გიჭირს ერთ ადგილზე?

აბა ერთი ხელი მოისვი გულის ჯიბეზე-მანდატი ხომ ადგილზე გაქვს? (ოღონდ ამჯერად რომელი პარტიის კარგად ჩახედე) ყვარყვარესავით სავსე რომ გაქვს უჯრა ყველა პარტიის და კოალიციის მანდატებით და დროშებით კომუნისტური პარტიიდან მოყოლებული.

ხშირ-ხშირად მოისვი ხოლმე, იუზგარ, ემანდ ზოლიანი „ჟეზლი“ არ დაგეკარგოს. და კიდევ ერთი: პიროვნებაზე კომენტარი აღარ გააკეთო ხოლმე, თორემ კიდევ მოგიწევს ტირილი...

ნუ იქნები კოალიციის პოლიტიკური რვილი (ტექნიკურ ტერმინოლოგიაში ნახე, ან კორკოტას ჰკითხე და გეტყვის რვილი რა არის).

აბა, ახლა დაგემშვიდობები, დაკავდი იმ საქმით რისთვისაც ხელფასს გიხდიან, ჭკუით იყავი და აღარ იტირო.

არაკოჰაბიტაციური პატივისცემით!