ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი იცხაკ აჰარონოვიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საწვრთნელი ბაზა დაათვალიერეს და საჩვენებელ ღონისძიებას დაესწრნენ. სტუმრები აგრეთვე გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან აღნიშნული სამსახურის მუშაობის სპეციფიკას.
დღეს, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ იცხაკ აჰარონოვიჩთან.
მხარეებმა უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას საქართველოს მთავრობას და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ისრაელის დელეგაციის ვიზიტი 18 აგვისტოს დასრულდება.