კრემლის ლიდერმა ხელი მოაწერა განკარგულებას წვევამდელთა საგაზაფხულო გაწვევის შესახებ.
პუტინის განკარგულებით, 1-ლი აპრილიდან 15 ივნისამდე სამხედრო სავალდებულო სამსახურში 18-დან 27-წლამდე 147 000 წვევამდელს გაიწვევენ. ამჟამად სახელმწიფო დუმა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევი ასაკის 30-წლამდე გაზრდის საკითხს განიხილავს.