დიმიტრი პესკოვი: ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება

დიმიტრი პესკოვი: ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება

ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიზნები უკრაინაში პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მიუღწეველია და მხოლოდ სამხედრო გზით არის შესაძლებელი.

„ეს არის ჰიბრიდული ომი, რომელიც არამეგობარმა სახელმწიფოებმა თავს მოგვახვიეს. მიზნის მისაღწევად რუსეთს სჭირდება სიმტკიცე, თავდაჯერებულობა, მიზანმიმართულობა და პრეზიდენტის ირგვლივ გაერთიანება“, - აღნიშნა პესკოვმა.