შსს–ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო

შსს–ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო

შსს–ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიული–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1953 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე სუსანა კ. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. 

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით 330 გრ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).