თუ ბახმუტი დაეცემა, უკრაინული საზოგადოება დაღლილობას იგრძნობს და კომპრომისისკენ მიბიძგებს, - ამის შესახებ Associated Press-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„თუ ჩვენი შეიარაღებული ძალები ბახმუტისთვის ბრძოლას ვერ მოიგებენ, უკრაინაზე გაიზრდება ზეწოლა რუს აგრესორთან მიუღებელი კომპრომისების ძიების საკითხში. თუ პუტინი სისხლის სუნს და ჩვენს სისუსტეს იგრძნობს, ის გააგრძელებს ზეწოლას. თუ ბახმუტი დაეცემა, პუტინი მიჰყიდის ამ გამარჯვებას დასავლეთს, ჩინეთს, ირანს, რუსულ საზოგადოებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ბახმუტისთვის 7-თვიანი ბრძოლის შეფასებისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ შესაძლო მარცხს ტაქტიკურზე მეტად, პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება. მან ასევე აღნიშნა, რომ მარცხის შემთხვევაში გაიზრდება ზეწოლა - როგორც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ასევე ქვეყნის შიგნიდან.
„ჩვენი საზოგადოება დაღლილობას იგრძნობს და მიბიძგებს, რომ [აგრესორთან] კომპრომისს მივაღწიო, თუმცა ჯერჯერობით ასეთი ზეწოლა არ მიგრძნია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.