ვის ასახელებენ ომის წამქეზებლებად ''ნაციონალების'' კულუარებში?

ვის ასახელებენ ომის წამქეზებლებად ''ნაციონალების'' კულუარებში?

5 წლის წინათ, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო, რუსეთთან 5-დღიან ომში დამარცხდა. სააკაშვილმა დახოცილი ბიჭების გვამებზე იცეკვა და წაგებული ომი მოგებულად გაასაღა. ''ომი ყველაფერს ჩამოწერს'' - ეს კარგად იცოდა სააკაშვილმა და პარალელურად სააკაშვილის რეჟიმმა მინიმუმ 4 მილიარდი დოლარი დახმარების სახით მიიღო. სააკაშვილის წარგზავნილი ოფიციალური დელეგაცია, ბაქრაძე-ბარამიძის ხელმძღვანელობით, დასავლეთს ემუდარებოდა, თუკი 5 მილიარდით არ დაეხმარებოდნენ, მათი ხელისუფლება ჩამოიქცეოდა და სათავეში სხვები მოვიდოდნენ. ამ მილიარდებით სააკაშვილის ნაცბანდამ ძალაუფლება შეინარჩუნეს.
თავმოყვარე მთავარსარდალი, რომელმაც ომი სამარცხვინოდ წააგო და მიწა ფხოჭნა, ძალაუფლების შენარჩუნებაზე არ უნდა ფიქრობდეს, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ სექტასთან, რომლებიც ადამიანების სისხლით იკვებებიან.
სააკაშვილი რომ ომს წამოიწყებდა, აშკარა გახლდათ, ირაკლი ოქრუაშვილის ''რთველის გენერლად'' დანიშვნა კი მაშინდელი ოპოზიციისთვის სიგნალი იყო, რომ სააკაშვილი საშინელებისთვის ემზადებოდა. ოპოზიციამ ომის რიტორიკაში დასდო პრეზიდენტს ბრალი და იმასაც ერთხმად აცხადებდნენ, ეკონომიკა რუსეთს უკვე გადასცა და ტერიტორიებსაც ჩააბარებსო.
ომამდე ორი წლით ადრე, მსოფლიოს წამყვანი ფსიქიატრები სააკაშვილზე მძიმე დასკვნას დებენ, რომ ''ძალაუფლებისკენ ლტოლვამ სააკაშვილს შეიძლება სიფრთხილე დაუკარგოს და მისი გადაწყვეტილებები სახიფათო აღმოჩნდეს, მისგან მოსალოდნელია პრობლემების პროვოცირება, მათ შორის, პოლიტიკური და საომარი კონფლიქტიც, სააკაშვილს აღენიშნება ძლიერი პარანოიდული აშლილობა, ისტერიულობა და ნარცისიზმის კომპლექსი''.
მაშინ სააკაშვილის ფსიქოანალიზის დამკვეთად ბადრი პატარკაციშვილი დასახელდა, რომელიც იმ მომენტისთვის, 2007 წელს, მიშას მთავარი მოწინააღმდეგე იყო და საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მას უკვე ხელ-ფეხი ჰქონდა გახსნილი... სააკაშვილის ხელისუფლების წამყვანმა ფიგურანტებმა, ომის წამოწყებაზე კულუარებში საუბარი ჯერ კიდევ 2007 წლის ზაფხულში დაიწყეს. სანაკოევის პროექტი მათ სწორედ დაკონსერვებული კონფლიქტის გასახსნელად ესაჭიროებოდათ ცხინვალში. ის, რომ სააკაშვილი ომს დაიწყებდა, მისმა ვიწრო გარემოცვამ ძალიან კარგად იცოდა. მეტიც, დასახელებული იყო მაისის თვე, მზადდებოდა საფლავები, იკერებოდა მიცვალებულთათვის ცელოფნის ჩასასვენებლები და თვლიდნენ, რომ სრულ მზადყოფნაში იყვნენ. რაც სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ერის წინაშე ჩაიდინა, არის ღალატი, მათ ქვეყანა საომარ ვითარებაში ამყოფეს და როდესაც ომის სუნი მართლა დატრიალდა, მის თვიდან ასაცილებლად, ნაბიჯიც არ გადადგმულა. თავშიავარდნილ სააკაშვილს, ეტყობა, რუსეთი გოგა ხაჩიძე ეგონა და უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ''მიშა მაგარია''.

მიშა ''მაგარი'' კი არა, უკანასკნელი ლაჩარი, მოღალატე, არაკაცი, ქვეშაფსია მთავარსარდალი და ისტერიკაში ჩავარდნილი, მიწაზე მფორთხავი კურდღელი აღმოჩნდა. ამ კადრებმა მთელი მსოფლიო შემოიარა, ასე გაიცნო მსოფლიომ ახალი საქართველო, ლაჩარი პრეზიდენტით, ჰალსტუხჭამია გარეკილით და დედამიწაზე მფორთხავი არსებით.

ამ ფონზე მისი კარის მთავარი მონა ანდრო ბარნოვი გამოდის და აცხადებს: ''ივანიშვილის ხელისუფლება იმდენად დაეცა, გადაწყვიტა, საკუთარ პრეზიდენტს უღალატოს, რომელმაც იომა!'' სააკაშვილმა ისევე იომა, როგორც წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადა, ომში დაღუპული გმირების გვამებზე იცეკვა და რუსთაველზე ტაშ-ფანდური გამართა. თანაც ამ არაკაცებს რა უხაროდათ ყველაზე მეტად, გახსოვთ? - ხელისუფლება შევინარჩუნეთო.

ომის მერე ბევრი რამე ამოტივტივდა ზედაპირზე, ბევრი ინფორმაცია გამოვიდა მიშას ხელისუფლების კულუარებიდან. მაგალითად, ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე სააკაშვილის ირგვლივ შეკრებილნი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას საომარი მოქმედებების დაწყებისკენ უბიძგებდნენ. სახელდებიან გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, კახა ლომაია. ერთადერთი გამონაკლისი ყოფილა გელა ბეჟუაშვილი. ეს ადამიანები სააკაშვილს უმტკიცებდნენ, რუსები ჟანგიანი ტანკებით ომს ვერ მოგვიგებენო. ისინი სააკაშვილს ეუბნებოდნენ, ვიდრე ჯორჯ ბუში ამერიკის პრეზიდენტია, ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ და ომი დავიწყოთო.

3 აგვისტოს ბურჯანაძე სააკაშვილს შეხვდა და კატეგორიულად გააფრთხილა, რომ საომარ მოქმედებებში არ ჩაბმულიყო. სააკაშვილი ბურჯანაძეს დაჰპირდა, მაგრამ პირობა არ შეასრულა. ტალიავინის კომისიამ პასუხისმგებლობა ომის დაწყებაზე სააკაშვილის ხელისუფლებას დააკისრა.

2008 წლის თბილისში ვიზიტად ჩამოსული კონდოლიზა რაისი სააკაშვილის გარემოცვის სიურპრიზის პირისპირ აღმოჩნდა. კულუარული ინფორმაციით, ფონის დაძაბვის მიზნით სააკაშვილის პარაზიტებმა რუს სამხედროებს ფული გადაუხადეს, რათა რუსებს საქართველოს საჰაერო საზღვარი დაერღვიათ, მეტად დამაჯერებელი გამხდარიყო კონფლიქტი, იმ დღეს, რუსულმა თვითმფრინავებმა თბილისის თავზე გადაიფრინეს, თუმცა ამას მოჰყვა კონდოლიზა რაისის მშვიდი რეაქცია: პარანოიაში ნუ გადახვალთ, გელანდებათ, რუსები ომს ვერ გაბედავენო... კონდოლიზა რაისს თავისი სიტყვები სააკაშვილმა დაუბრუნა და უკვე ომის შემდეგ, მას შეახსენა, რომ გაფრთხილებული იყო ომის შესახებ, თუმცა კონდოლიზა რაისმა შეძლო, თბილისი დაბომბვისგან გადაერჩინა და სააკაშვილისა და მისი მთავრობისთვის რუსების ტყვია აარიდებინა.

სააკაშვილის გარემოცვიდან, მისი შეცოდების მიზნით, ჟონავდა ინფორმაციები, თითქოს წაგებული ომისა და სკანდალური კადრების შემდეგ, სადაც ქვეყნის მთავარსარდალი მიწაზეა გართხმული, მიშას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, თითქოს დეპრესიამ შეიპყრო. შეგნებულად ''გამოსროლილი'' ინფორმაციების გარდა, სხვა ინფორმაციებიც გამოვიდა - მიშა ნარკოტიკებზე შეჯდაო. ისე, ნარკოტიკებთან დაახლოება, როგორც ჩანს. სააკაშვილმა მართლაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. ეს ინფორმაცია სიმართლეს ჰგავს, რადგან ასეთი საუბრები სწორედ ომის შემდეგ გახდა აქტუალური.

სააკაშვილმა და მისმა მხდალმა გუნდმა, დღეს რომ საერთოდ ლაპარაკს ბედავს, გაიხსენონ, როგორ გარბოდნენ საქართველოდან გაგანია ომის დროს, სარფში და ''წითელ ხიდზე'' სააკაშვილის მთავრობის წევრების მანქანების რიგები იდგა, მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ ზოგიერთებს ტრაილერებით გაჰქონდათ ქონება საქართველოდან. ეს მაშინ, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა არ გამოხიზნა ცხინვალის მიმდებარე სოფლებიდან, რუსებს ჩაახოცვინა და საჯიჯგნად მიუგდო ასობით უდანაშაულო ადამიანი.

როგორც წყარო აცხადებს, სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ შიდა ქართლის სოფლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობა არ გამოეყვანათ. ისინი აშშ-ის პრეზიდენტობის მაშინდელმა კანდიდატმა, ჯონ მაკკეინმა, დაარწმუნა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში რაც უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა, მით უარესი იქნებოდა რუსეთისთვის, ევროპული ქვეყნები და ამერიკა ომის დასრულების შემდეგ, რუსეთს ქართველების გენოციდში დასდებდა ბრალს. ახლა კი, სააკაშვილი და მისი დამქაშები ისტერიკაში არიან და კატეგორიულად ემიჯნებიან ამ ხელისუფლების პირობებში აგვისტოს ომის გამოძიებას. არადა თუკი ამ თემის გამოძიება შეძლო ხელისუფლებამ, აშკარა და ნათელი გახდება, რა დონის ჯალათთან და სიბინძურეებთან გვქონდა საქმე, როგორ და რამდენი იშოვა ხელისუფლებამ ამ სისხლიან ომში, როგორ ყიდდნენ იარაღს, რომელიც თითქოსდა რუსებმა ქართული სამხედრო ბაზებიდან გაიტანეს. გაირკვევა, მათ ლაჩრულ საქციელს როგორ შეეწირა ასობით ვაჟკაცი, რომელიც მტერმა ვერ გატეხა და სააკაშვილი დღესაც მათი გმირობით ტრაბახობს. საკუთარი `ფეისბუკის~ გვერდზე დებს 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდნილი გიორგი ანწუხელიძის წამების ამსახველ ვიდეოს. რუსებმა გიორგი დაქირავებულ ოსებთან ერთად წამებით მოკლეს. წამების დროს მას აიძულებდნენ, მოეყოლა ნაწილების განლაგება, ტელეკამერის წინ შეურაცხყოფა მიეყენებინა საქართველოს პრეზიდენტისთვის და ეკოცნა მიწისთვის. გიორგიმ ამ ყველაფერზე უარი თქვა. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც მან ''გასცა'', საკუთარი სახელი იყო. მიშა, ასეთ გმირებზე იდგა საქართველო და არა იმ ქვეშაფსია მთავარსარდალზე, რომელმაც რუსული თვითმფრინავის ხმაზე მიწა ჭამა და ღოღვა დაიწყო. ისე კი სასიამოვნო არ უნდა იყოს, როცა ასეთი მხდალი მთავარსარდალი გმირის წოდებას განიჭებს.

როცა, გიორგის მსგავსად, ტყვედ აყვანილი ბიჭები წამებით იხოცებოდნენ, საქართველოს საზღვარს ტოვებდნენ ქვეყნის პირველი პირები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გვარებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტერიტორია ვინ დატოვა: პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი - 7 აგვისტოს გამთენიისას დატოვა ქვეყანა. ამავე დღეს ქვეყნიდან გავიდნენ ბობოლა ''ნაციონალები'': დავით ბეჟუაშვილი, კანდიდ კვიციანი და კობა ნაყოფია. 8 აგვისტოს ქვეყნიდან ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და ფინანსთა მაშინდელი მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე წავიდნენ. როგორც ჩანს, თვით გიგა ბოკერიამაც ვეღარ გაუძლო აგვისტოს ომის შიშსა და დეპრესიას, ამიტომაც 10-12 აგვისტოს ქვეყანა რიგრიგობით დატოვეს, საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ურუზმაგ ქარქუსოვმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და პარლამენტარმა გიორგი მელაძემ.
''წითელი ხიდის'' გავლით ქვეყანა ასევე დატოვა საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის მეორე მოადგილემ, ნინო კალანდაძემ. 11 აგვისტოს ქვეყანა დატოვა გიორგი ღვინიაშვილმა, ვალეს გავლით თურქეთის საზღვარი გადაკვეთა, ლენტეხის მაჟორიტარმა გიორგი ლიპარტელიანმა, ნაძალადევის ექსმაჟორიტარმა, ნაცების ხაზინადარად წოდებულმა მერაბ სამადაშვილმა. ნაც-ვირთხების ამ სიაში კიდევ ბევრი ვინმე იყო, მაგრამ არ გინდა ახლა მათი გახსენება? აი, ასეთ ''ვაჟკაცებზე'' იდგა მთავრობა, ასე თამაშობდნენ ადამიანების ბედით. გაყიდულმა ომმა ''ნაცებისთვის'' შეიძლება ბევრი რამ ჩამოწერა და მათ ძალაუფლება გაუხანგრძლივა, მაგრამ ეს ომი ბევრს გადაიყოლებს.