დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდნენ.
მათ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 21 წლის თავზე მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და თანამებრძოლები. მათ პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.