უნგრეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადის რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
უნგრეთის პარლამენტის 199 დეპუტატიდან ფინეთის ნატოში გაწევრიანების ოქმის რატიფიცირებას მხარი 182-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო 6 დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.
17 მარტს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტი ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას დაიწყებს, მაგრამ შვედეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ერდოღანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ თურქული პარლამენტი ფინეთის განაცხადს მხარს დაუჭერს 14 მაისის არჩევნებამდე.