სროლას ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის ერთ-ერთ სკოლაში სამი ბავშვი და სამი ზრდასრული ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
დაღუპულია თავდასხმაში ეჭვმიტანილიც. პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე მოკლა. გაირკვა, რომ ის 28 წლის ოდრი ჰეილია, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ტრანსგენდერი. გავრცელებული ცნობით, სასწავლებელში ის სამი იარაღით აღჭურვილი შევიდა. თავდასხმის მოტივი ჯერ დაუდგენელია.
ნეშვილში მომხდარ შემთხვევას პრეზიდენტი გამოეხმაურა და შეიარაღებული ძალადობის შესაჩერებლად კონგრესს თავდასხმითი იარაღის აკრძალვის დამტკიცებისკენ მოუწოდა.