ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ბელარუსს აფრთხილებს, არ განათავსოს რუსული ბირთვული იარაღი მის ტერიტორიაზე, რადგანაც ამ ნაბიჯმა შეიძლება დამატებითი სანქციები გამოიწვიოს.
„ეს იქნება უპასუხისმგებლო ესკალაცია და საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი მზადაა შემდგომი სანქციების დასაწესებლად“. - წერს ბორელი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.