აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის კავშირის შესახებ წარმოდგენა საკმაოდ გაზვიადებულია. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ოტავაში, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბოლო სამი თვის განმავლობაში მესმის, რომ ჩინეთი რუსეთს მნიშვნელოვან შეიარაღებას მიაწვდის. მათ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. ეს არ ნიშნავს, რომ არც მომავალში გააკეთებენ, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. თუ რამეს ჰქონდა ადგილი, დასავლეთი კიდევ უფრო მეტად გაერთიანდა“, - განაცხადა ბაიდენმა.