ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის მკვლელობის მონაწილეობაში ეჭვმიტანილმა, როდოლფ ჟაარმა ბრალი აღიარა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.
სასსამართლო სხდომაზე 50 წლის ჟაარმა, რომელიც ჰაიტისა და ჩილეს ორმაგ მოქალაქეობას ფლობს, აღიარა ბრალი მატერიალური დახმარების აღმოჩენასა და ჟოვენელ მოიზის გატაცებისა და მკვკელობის მიზნით შეთქმულებაში.
Associated Press-ის ცნობით, ჟაარმა კოლუმბიის მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები იარაღით, საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყო.
გავრცელებული ინფორმაციით, როდოლფ ჟაარი გამოძიებასთან თანამშრომლობს. მან მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ხელისუფლება აშშ-ში დაპატიმრებულ კიდევ 10 ბრალდებულს მისცემს პასუხისგებაში.
როდოლფ ჟაარის მიმართ განაჩენი 2 ივნისს გამოცხადდება - მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
2021 წლის 7 ივლისს, ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი სასიკვდილოდ დაჭრეს. პრეზიდენტს საკუთარ რეზიდენციაში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. დაიჭრა მოიზის მეუღლეც. მოგვიანებით ჰაიტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში კოლუმბიის 26 მოქალაქე შედიოდა, რომელთა ნაწილი უკვე დაკავებულია.