ამინისტირებული პატიმარი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

ამინისტირებული პატიმარი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

პატიმრობიდან ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლებული მალხაზ არქანია, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. არქანია პირველი პატიმარია, რომელმაც, მისივე ახსნა-განმარტებით, სისტემური დანაშაული ამხილა. ყოფილ პატიმარს ეკა ბესელიას კომიტეტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით სიიდან ამოიღეს.

ყოფილმა პატიმარმა ჯერ კიდევ იანვარში მიმართა განცხადებით საქართველოს მთავარ პროკურატურას და ყვალა იმ პირის დასჯა მოითხოვა, ვინც მის უდანაშაულოდ დაკავებაში, შედეგ უკვე წამებასა და გაუპატიურების მცდელობაში იღებდა მონაწილეობას. თუმცა, პროკურატურა არქანიას საქმეზე არ რეაგირებს. ამ დრომდე დაკავებულია ოლეგ ფაცაცია და ვიქტორ ყაჭეიშვილი, მაგრამ გამოძიებას მათთვის არქანიას წამებისთვის ბრალი არ წაუყენებია.

ადვოკატი  ლექსო არქანია ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა ფორმალურად მიმდინარეობს. ადვოკატისთვის უცობია, რატომ არაა ამ დრომდე მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულად ცნობილი.

„პროკურატურაში ისევ ის კადრები სხედან, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული. ერთადერთი შეიცვალა ის, რომ მოაშორეს ახალაია, სხვა არაფერი არ შეცვლილა ზუგდიდის პროკურატურაში. ისევ ის ადამაინები განაგებენ პროკურატურას, რომლებიც ახალაიასა და ქარდავას მიერ იყვნენ ზომბირებული.

რატომ არაა მალხაზ არქანია დაზარალებულად ცნობილი, როცა ის ორი ჯალათი აღიარებს დანაშაულს? ეს არის პროკურორის უფლება, რომ დადგენილება გამოიტანოს და დაზარალებულად ცნონ მალხაზ არქანია. პატიმარმა სადუნიშვილმა განაცხადა, რომ მე ვარ ერთ-ერთი მოწმე, სხვა დანარჩენ მოწმეები მკვდრები არიან, მოიშორესო. ის ამბობს, რომ შეესწრო პოლოკოვნიკ სერგო თეთრაძისა და მალხაზ არქანიას წამების ფაქტს“, - აცხადებს  ლექსო არქანია.

ადვოკატმა თბილისის პროკურატურაში დააყენა შუამდგომლობა, რომ დაეკითხათ სადუნიშვილი, რომელიც ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა. გამოძიებას მოწმე სადუნიშვილი დღემდე არ დაუკითხავს.

„თუ მაშინ მოქმედებით აუპატიურებდა მას სახელმწიფო მანქანა, დღეს, უმოქმედობით აუპატიურებს მას სახელმწიფო მანქანა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლექსო არქანიამ.

2011 წლის 22 ივინსს და 2012 წლის 26 სექტემბერს, სახალხო დამცველის რწმუნებულს შემზარავი ახსნა-განმარტება მისცა არქანიამ, სადაც ის დეტალურად ყვება, როგორ ჩაუდეს მას ნარკოტიკული ნივთიერება და ჩვენების გამოძალვის მიზნით სასტიკად აწამეს ზუგდიდის შსს-ს სამმართველოს უფროსმა რუსლან შომახიამ და შსს-ს სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ. ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელმა ამირან ჯანაშიამ და სად-ის მე-8 დაწესებულების დირექტორმა ალეკო მუხაძემ. არქანიამ დაასახელა ის თანამდებობის პირები, რომლებმაც ის დააკავეს. არქანია ენგურის ხიდთან დააკავეს და ყოველგავრაი ახსნა-განმარტების გარეშე, იარაღის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. დაკავებული სოფელ რუხის მიმართულებით წაიყვანეს, აქ მას გამომძიებელი მერაბ შენგელია მეტსახელად „ბუხო“ დახვდა, რომელმაც შომახიასთან ერთად ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხოფის ფონზე მოაწერინა ხელი შეუვსებელ ოქმზე. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს იყო ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინის“ ამოღების შესახებ ოქმი. რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა.

ამის შემდეგ რუსლან შომახიამ, გია მაისაშვილმა იგივე „ლოქომ“ დათო მოსიამ იგივე „მოსე“ და სამმართველოს სხვა თანამშრომლებმა არქანია თვალებახვეული წაიყვანეს ტყეში და სასტიკად სცემეს. მისი წამება გაგრძელდა ზუგდიდის მე-4 დაწესებულებაში. მას უშუალოდ დირექტორის ამირან ჯანაშიას ბრძანებით აწამებდნენ. აღსანიშნავია, რომ არქანიას დაკავების დღეს არქანია ცემის შედეგად ცუდად გახდა, მან გონება დაკარგა. გამოძახებული იქნა 03-ის მორიგე ექიმი კვარაცხელია, რომელმაც ჯანმრთელობის ცნობაში არ შეიტანა რეალური მონაცემები არქანიას შესახებ.

2011 წლის 19 მაისს, არქანია მოულოდნელად ზუგდიდის მე-4 დაწესებულებიდან გადმოყვანილი იქნა თბილისის მე-8 დაწესებულებაში. მეორე დღეს აიყვანეს დირექტორის კაბინეტში, სადაც მას მეგის ქარდავა და დაწესებულების დირექტორი ალეკო მუხაძე დახვდა.

მალხაზ არქანია: „ქარდავამ მითხრა 7 წელი იმიტომ გაქვს მისჯილი, რომ აღიარო ტერორისტული აქტი და სხვსაც დაადო ხელიო. მან მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება, კერძოდ  ლექსო, მამუკა, ზვიადი და თემურ არქანიებთან ერთად განვახორციელეთ ტერორისტული აქტი. ვუთხარი, რომ არაფერი არ გამიკეთებია და არ ვაღიარებ-თქო. ამ დროს, მუხაძემ დაუძახა ვიქტორ ყაჭეიშვილს და ოთახში შემოვიდნენ გიორგი ძაძამია და ბესიკ მელაძე, რომლებსაც ქარდავამ დაავალა ჩავეყვანეთ კარანტინში და ენახებინათ ჩემთვის გაუპატიურების სცენები.

ამ ადამიანებმა ჩამიყვანეს კარნტინში, შემიყვანეს ე.წ. „ფუქსებში“ და ჩემს წინ გაატარეს ვიღაცა ქერა, მაღალი, სუსტი აღნაგობის ბიჭი, რომელიც შეიყვანეს კარანტინის საკანში, ცოტან ხნის შემდეგ გამიყვანეს „ფუქსებიდან“ და მიმიყვანეს იმ კარებთან, სადაც შეიყვანეს ის ბიჭი. მათ შემახედეს სათვალთვალოში საიდანაც დავინახე ორი მამაკაცი როგორ აუპატიურებდა იმ ქერა ბიჭს, ის გამწარებული ხმით ტიროდა, სახე გაწითლებული ჰქონდა. უკეთესად რომ მეყურებინა გააღეს კარი, ფაცაციამ, ყაჭეიშვილმა და ბორის ფარულავამ იგივე „ბასტიმ“ იძულებით ბოლომდე მაყურებინეს, როგორ აუპატიურებდა ერთი წინა მხრიდან და მეორე უკანა მხრიდან “.

მისივე თქმით, ერთ-ერთ ამ მოძალადეს მეტსახელად „გოჭს“ ეძახდნენ. არქანიას ყაჭეიშვილი დაემუქრა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ეს სცენარი, ვინაიდან მასაც ანალოგიური დღე ელოდებოდა თუ არ აღიარებდა დანაშაულს.

„ისევ ამიყვანეს ქარდავასთან. მან მითხრა - ნახე, კარგად დააკვირდიო? შენც იგივე მოგელის თუ გიას არ გაყვები და აღიარებით ჩვენებას არ დაწერო. ამის შემდეგ დავწერე ყველაფერი რაც ტელევიზიის საშუალებით მქონდა გაგონილი. ისევ ამიყვანეს დირექტორის კაბინეტში. ქარდავამ წაიკითხა ჩვენება, არ მოეწონა და მისი ბრძანებით გია ძაძამიამ ძალით შემაჭამა ჩვენება, სასტიკად მცემა ყველა იქ მყოფმა ადამიანმა. ქარდავამ უთხრა ჩაიყვანეთ კარანტინში და გააუპატიურეთო. მელაძემ, ძაძამიამ და ყაჭეიშვილმა ჩამიყვანეს საკარანტინო საკანში, სადაც თითქოსდა არავინ იყო. უცებ, იღება ტუალეტის კარი, საიდანაც გამოდის ორი პიროვნება, კარები ჩამიკეტეს და მათთან დამტოვეს.

კარების კარმუშკიდან მიღებდნენ ფოტოებს. ეს ნიღბიანები ცდილობდნენ, რომ გავეკავებინეთ და გავეუპატიურებინეთ, წინააღდგეგობას ვუწევდი, ვერ მერეოდნენ. ამ დროს, ყაჭეიშვილმა დაიძახა „პალაჟენია“ ჩამოვიდესო, რა დროსაც შემოვიდა ოლეგ ფაცაცია და ვიღაცა „რიჟა“ მამაკაცი, რომელსაც ეკავა ფოტოაპარატი, რომელიც პერიოდულად იღებდა სურათებს. ძირს დაგდებულს ყველა მირტყამდა, ლავიწის ძვალი ჩამიმტვრიეს. გადავწყვიტე თავის მოკვლა, მთელი ძალით ორჯერ მოვასწარი თავის დარტყმა.

ამის შემდეგ, ყაჭეიშვილმა თმებში წამავლო ხელი და მთელი ძალით დამარტყმევინა თავი, რა დროსაც გავითიშე. გონზე რომ მოვედი, მოვიკრივე ძალა და მთელი ძალით ფეხი ამოვარტყი იმ ნიღბიანს სათესლე ჯირკვალზე, რა დროსაც, სიმწრისგან აიწია ნიღაბი და ვიცანი, ის იყო პიროვნება რომელიც აუპატიურებდა იმ ქერა ბიჭს. მსუქანმა ნიღბიანმა ფლოსტიანი ფეხი დამადო უკანა კეფაზე, რომ არ დამერტყა თავი ბეტონზე, სხვებმა გამაკავეს, ჩამხადეს შარვალი და ერთ-ერთმა სუსტმა ნიღბიანმა მომადო თავისი სასქესო ორგანო და გადამიღეს სურათები, ამის შემდეგ იძულებული ვიყავი მათ მიერ დაწერილ ჩვენებაზე მომეწერა ხელი“, - აცხადებს for.ge-სთნ საუბრისას მალხაზ არქანია.

მალხაზ არქანიას ადვოკატი ლექსო არქანია ამბობს, რომ მეგის ქარდავა წამებითა და გაუპატურების მუქარით ცდილობდა მალხაზ არქანიასგან მიეღო ჩვენება დასავლეთ საქართველოში მომხდარი ტერორისტულ აქტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

„როცა წამების შედეგად არაფერი გამოუვიდა, ზუგდიდის სამმართველოს უფროსს რუსლან შამახიას, გამომძიებელ მერაბ შენგელიას მიერ მოხდა ოქმის შედგენა, თითქოს, მას აღმოუჩინეს ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი, რაც გახდა საფუძველი მისი ბრალდებულად ცნობისა. განაჩენის დადგენიდან 2 თვეში გადმოყვანილი იქნა გლდანის მე-8 დაწესებულებაში, სადაც იწყება მისი წამება.

ამის შემდეგ საქმეში შემოდის გამომძიებელი  ლაშა ყოლბაია, ყოველ შესვლაზე როცა სასურველ ჩვენებას არ ღებულობდა არქანიასგან, ის იძახებდა ფაცაციას და ყაჭეიშვილს, რომლებიც სცემდნენ პატიმარს. მალხაზ არქანია ეუბნებოდა მას, რომ დედათქვენისგან გაიგებთ მე ვინ ვარო. რაზეც მან უპასუხა, რომ მე გალელი ყოლბაია არ ვარ, ზუგდიდელი ყოლბაია ვარ, თქვენ მოღალატეები ხართო. ერთი წლის განმავლობაში მეგის ქარდავა და ლაშა ყოლბაია ყოველ მეორე დღე შედიოდნენ მასთან საკანში. ჩაჰყავდათ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადუნიშვილი და ერთ-ერთი პატიმარი (რომლის სახელს არ დავასახელებ, ის არის მნიშვნელოვანი მოწმე ჩემთან), ის ამბობს, რომ მეგის ქარდავა და ლაშა ყოლბაია გვაპირისპირებდა მას და ჩვენ წინ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. ეს ჩვენება არის თბილისის პროკურატურაში, რომელიც პირდაპირ მტკიცებულებაა მალხაზ არქნიას ჩვენებასთან ერთად, რომ ბრალი წაუყენონ დღეს მოქმედ გამომძიებელს, ლაშა ყოლბაიას, რომელიც დღეს დააწინაურეს“, - აცხადებს ადვოკატი ლექსო არქანია.

ჩვენ დაუკავშირდით გამომძიებელ ლაშა ყოლბაიას, მან მოისმინა ჩვენი კითხრა, თუმცა ამის შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა. მოგვიანებით, ჩვენ ისევ ვსცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

მას შემდეგ, რაც არქანიამ ახსნა-განმარტება მისცა სახალხო დამცველის რწმუნებულს და ამ სასტიკი წამების შესახებ ინფორმირებული გახადა ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი და ქართული საზოგადოება, 2012 წლის 20 თებერვალს გლდანის მე-8 დაწესებულებაში შედის ზუგდიდის რაიონის პროკურორის მოადგილე მღებრიშვილი, რომელიც დაკავებულს ურჩევს, რომ ახსნა-განმარტება უკანვე წაიღო, წინააღმეგ შემთხვევაში, ციხიდან ცოცხალი ვერ გააღწევდა. ამ გზით გაატანინეს მას ახსნა-განმარტება და იმავე დღეს შეწყდა სისხლის სამართლებლივი დევნა.

მალხაზ არქანია: იანვარში შევიტანეთ განცხადება და ამ დრომდე რეაგირება არაა გამოძიების მხრიდან. ჩემი ახსნა-განმარტებით ვამხილე სისტემური დანაშაული. ვითხოვ სიმართლის დადგენას და ამ სიმართლის დადგენაში ვერ ვხედავ მთვარობის ნებას. შეიძლება ვიღაცას არ აწყობს. ამ ცხოვრებაში ყველაფერი გავიარე და უკვე ყველაფერში ეჭვი მეპარება. ყველაფერი აკრძალული მქონდა. თოკი შემომიგზავნეს, რომ თავი ჩამომეხრჩო.

ყველაფერი მოვუყევი ეკა ბესელიას. მე მგონია, რომ ჩემით ვიღაცამ უკვე ისარგებლა. მაგრამ ჩალით არაა ეს ქვეყანა დახურული. ლაშა ყოლბაია, ჩემი გამომძიებელი, რომელიც მაიძულებდა ისეთი დანაშაულის აღიარებას რაც არ ჩამიდენია და უარის შემთვევაში ციხის თანამშრომლებს ეძახდა, დაამუშავეთ ჩვენებას არ მაძევსლო, ეს კაცი ახლა ისევ სტრუქტურაში მუშაობს. მითხარით სად ვეძებო სამართალი? ამიტომ მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს.

პარლამეტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რომელიც ასევე იცავდა არქანიას ინტერესებს, for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მზად არის პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე.

„რამდენჯერაც მომეცა საშუალება, იმდენჯერ ყველა დონეზე გავაჟღერე ამ ადამიანის წამების შესახებ. რა თქმა უნდა, გადასახედია ეს საქმე, თავიდანვე იყო დარღვევები. სახალხო დამცველის აპარატისთვის მიცემულ ახსნა-განარატებაში ის საუბრობს ინიციალებით „ე“ „ა“. მაგრამ იმდენად ნათლად ვიცნობდი მისი წამების დეტალებს, რომ, რა თქმა უნდა, მე ამოვიცანი ის ადამიანები.

ძალიან ვწუხვარ, თუ რამე ზემოქმედება ჯერ-ჯერობით არაა შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან იმისათვის, რომ ეს ადამაინი აღდგეს თავის უფლებებში. მე მზად ვარ პირად კონტროლზე ავიყვანო ეს საქმე, შეუძლიათ მათ, რომ მომმართონ, რათა მქონდეს საფუძველი რეაგირება მოვახდინო ამ საქმეზე“, - აცხადებს მანანა კობახიძე.