ვინ გააკოტრა ბორის ბერეზოვსკი?

ვინ გააკოტრა ბორის ბერეზოვსკი?

როგორ გაქრა 3 მლრდ დოლარი, რომელიც ბორის ბერეზოვსკიმ და ბადრი პატარკაციშვილმა რუსეთის აქტივებიდან მიიღეს. „ფორბსი“-ს გამოძიება.

ცნობილ რუს ოლიგარქზე, ბადრი პატარკაციშვილის მეგობარსა და ბოლოს, მის ოჯახთან გადამტერებულ ბორის ბერეზოვსკიზე ვნებები მისი სიკვდილის შემდეგაც არ ცხრება. გთავაზობთ ჟურნალისტურ გამოძიებას, მცირეოდენი შემოკლებით, რომელიც ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა.

ფეშენებელური ლონდონური სასტუმრო FOUR SEASONS _ რუსული ემიგრაციის მდიდარი წარმომადგენლების თავშეყრის საყვარელი ადგილი. 22 მარტს ბორის ბერეზოვსკიმ „ფორბსის“ ჟურნალისტს შეხვედრა ზუსტად აქ, სასტუმროს ერთ-ერთ რესტორანში დაუთქვა. ბიზნესმენი მცირედი დაგვიანებით მიბრძანდა _ უპალტოოდ, პიჯაკზე შემოხვეული შავი შარფისამარა. „მოდით, მაგიდა გამოვიცვალოთ’‘, _ მაშინვე შესთავაზა ბერეზოვსკიმ. შეხვედრა თითქმის ერთი თვე მზადდებოდა. როგორც ბერეზოვსკიმ ახსნა, რომან აბრამოვიჩთან სასამართლოს შემდეგ, ოფიციალურ კომენტარებს აღარავის აძლევს: „წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტები შემჭამდნენ“. როცა გაიგო, რომ „ფორბსი“ მის ფინანსურ მდგომარეობას იძიებს, შემცბარმა ოლიგარქმა გამონაკლისი დაუშვა, რათა მისი აზრები სტატიაში მოხვედრილიყო. როგორ? „თითქოს, თქვენ ეს ჩემგან კი არა _ ჩემი მეგობრებისა და ნაცნობებისგან შეიტყვეთ, რომლებმაც რაღაც-რაღაცები იცოდნენ. შეგიძლიათ, მათზე დაყრდნობით, ციტატებიც მისცეთ“, _ განაცხადა ბერეზოვსკიმ. მოგვიანებით ჟურნალისტი მიხვდა, რომ უკანასკნელი იყო, ვინც ბერეზოვსკის შეხვდა. იგი ამის შემდეგ პირდაპირ სახლისკენ წავიდა, საიდანაც მცველი გაუშვა და მარტო დარჩა. დილით ბერეზოვსკი გარდაცვლილი იპოვეს. ბერეზოვსკისა და „ფორბსის“ ბედი პირველად FOUR SEASONS არ გადაკვეთილა. ჟურნალის პირველი მთავარი რედაქტორი პოლ ხლებნიკოვი, რომელიც 2004 წელს დაიღუპა, ბერეზოვსკიზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნის „კრემლის ნათლიმამას’‘ ავტორი იყო. 2003 წელს ბერეზოვსკიმ „ფორბსს’‘ ხლებნიკოვის სტატიისთვის, რომელსაც ისეთივე სათაური ჰქონდა _ «Gოდფატჰერ ოფ Kრემლინ?», ლონდონის სასამართლოში საქმე მოუგო. სხვა საკითხებთან ერთად, იგი მოითხოვდა ინფორმაციის უარყოფას, რომ „სიბნეფტის“ აქციათა მფლობელი გახლდათ. ცხრა წლის შემდეგ მის მიერ მიცემული ჩვენებები ლონდონის სასამართლოში მიმდინარე ახალ პროცესზე რომან აბრამოვიჩის ადვოკატებისთვის მთავარ კოზირად იქცა _ ბერეზოვსკი ამჯერად ამტკიცებდა, რომ ყოველთვის ბრძანდებოდა „სიბნეფტის“ თანამფლობელი. ბერეზოვსკიმ სასამართლო წააგო. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ბერეზოვსკის დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა ფინანსური კრახი, რომელმაც, ალბათ, მისი სიკვდილიც გამოიწვია. არადა, 1997 წელს „ფორბსის’‘ ვერსიით, იგი 3 მლრდ-დოლარიანი ქონებით რუსეთის ყველაზე მდიდარ ბიზნესმენად ითვლებოდა. ხუთი წლის წინათ, 2008-ში 1,3 მლრდ დოლარით მან „ფორბსის’‘ რუსულ რეიტინგში 83-ე ადგილი დაიკავა. როგორ მოახერხა ბერეზოვსკიმ მილიარდიანი ქონების გაფლანგვა რუსეთში ყველა აქტივის გაყიდვითა და რეჟიმთან ლონდონიდან ბრძოლის მცდელობისას? თუკი, მის მოწინააღმდეგეებს დავუჯერებთ, იგი თანამედროვე პროფესორი მორიარტი იყო _ ადამიანი მათემატიკური ჭკუით, ინტრიგებისა და დახვეწილი პოლიტიკური კომბინაციების ოსტატი. სად შეცდა?

ბედზე მომჯდარი

1999 წელს მეწარმე ლეონიდ ბოგუსლავსკი ძველ მეგობარს შეხვდა. ბორის ბერეზოვსკის იგი დიდი ხანია იცნობდა _ 1970-იანი წლების დასაწყისიდან. ისინი ერთად მუშაობდნენ მართვის პრობლემების ინსტიტუტში, შემდეგ ქმნიდნენ „ლოგოვაზს’‘, საიდანაც ბოგუსლავსკი 1992 წელს წავიდა. კითხვაზე: „როგორ არის საქმეები?“, ბერეზოვსკიმ ხელები გაშალა: მომწყინდაო. „პარლამენტის არჩევნები მოვიგე, პრემიერი დავნიშნე, პრეზიდენტის არჩევნებს ორგანიზება გავუკეთე. აღარ ვიცი, რა ვაკეთო“. 2000 წლის დასაწყისში ბერეზოვსკი თავისი ძალაუფლების მწვერვალზე იყო. ადამიანი, რომელსაც მეგობრად თვლიდა, საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობდა. ბერეზოვსკის ყოფილი მენეჯერი იგორ შაბდურასულოვი ОРТ-ს ხელმძღვანელის თანამდებობიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ გადავიდა. ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ ვოლოშინი ბერეზოვსკისგან ძლიერ დავალებული იყო და მას ყურადღებით უსმენდა. „სიბნეფტს“, „ლოგოვაზსა“ და „რუსალს“ სტაბილური შემოსავალი ჰქონდათ. თანაც, შეეძლო ბიზნესით არც დაკავებულიყო _ ბერეზოვსკის სიმდიდრის ზრდაზე პასუხს აგებდნენ მეგობრები: რომან აბრამოვიჩი და ბადრი პატარკაციშვილი. ამ ვითარებაში ძნელი იყო გონიერების შენარჩუნება. „1990-იანი წლების მიწურულს, მწვერვალზე მყოფმა ბორის ბერეზოვსკიმ ჩათვალა, რომ ბედს მოაჯდა“, _ იხსენებს ბოგუსლავსკი. „ფორბსის’‘ რეიტინგის წევრი (191-ე ადგილი 500 მლნ-დოლარიანი ქონებით), ოდესღაც ბერეზოვსკისთან მეგობრობდა, ერთად ფლობდნენ „ჟიგულის“ აგურისფერ „ტროიკასაც“ კი. მანქანით ერთი კვირა ბერეზოვსკი სარგებლობდა _ მომდევნო კვირას ბოგუსლავსკი. აქტივების ბერეზოვსკისთან გაყოფა რთული აღმოჩნდა. მაშინ, როცა მომავალი მილიონერი კვირაში 400 კმ-ს გადიოდა, მისი პარტნიორი 2000 კმ-საც კი ფარავდა. „რა უყვარდა?“ _ აქეთ კითხულობს ბოგუსლავსკი _ უყვარდა დეილ კარნეგის „როგორ ვიშოვოთ მეგობრები და ვიქონიოთ გავლენა ადამიანებზე“, საიდანაც მეთოდებს ხშირად იყენებდა. ასევე, მარიო პიუზოს რომანი „ნათლიმამა“ _ გუნდური იდეისადმი ერთგულებისა და მიზანსწრაფულობის გამო. კიდევ, მასში უნიკალურად გაერთიანდნენ ვესტერნ „კარგი, ცუდი, ბოროტის“ პერსონაჟების თვისებები. ბერეზოვსკი „ბოროტი“ იყო 2000 წლის მაისში, როცა ახლადარჩეულ ვლადიმერ პუტინთან მივიდა. მანამდე ცოტა ხნით ადრე პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას შვიდი ფედერალური ოლქის შექმნის შესახებ, რამაც პუტინის ძალაუფლების ვერტიკალს ჩაუყარა საფუძველი. „ვალოდია, ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართ“, _ მკაცრად უთხრა ბერეზოვსკიმ პრეზიდენტს. თუმცა, იმ დროს პუტინს ვინმესთან შეთანხმება აღარ სჭირდებოდა. პუტინმა ბერეზოვსკიზე შეტევა დაიწყო. შემდეგ იყო „აეროფლოტის“ სისხლის სამართლის საქმე და მისი მენეჯერისა და ბერეზოვსკის მეგობრის ნიკალაი გლუშკოვის დაკავება, გაქცევა და „ОРТ“-სთვის ომი.

VANITY FAIR

2000 წლის შემოდგომაზე ბერეზოვსკიმ და პატარკაციშვილმა რომან აბრამოვიჩისგან „სიბნეფტის“ ფული პირველად მიიღეს. ბერეზოვსკი ჯერ საფრანგეთში დასახლდა, შემდეგ _ ბრიტანეთში. მისი მეგობრისა და ბრიტანეთში რუსეთის საკონსულოს ყოფილი თანამშრომლის, ვლადიმირ ვორონოვის თქმით, ოლიგარქი ლონდონს მალე მიეჩვია. თანაც, საფრანგეთისგან განსხვავებით, ბრიტანეთი პოლიტიკურ ემიგრანტებს არ გასცემს. ოფისი დაუნ-სტრიტზე, მეიფერის პრესტიჟულ რაიონში აიღო. ოფისი მოკრძალებული იყო და პერსონალიც მცირერიცხოვანი ჰყავდა (8 კაცი), მაგრამ ბერეზოვსკი ფულს არ ზოგავდა. გაქცეული ოლიგარქის პარტნიორი, რომელიც მაშინ ფინანსურ ხარჯებზე აგებდა პასუხს, ამბობს, რომ თვეში გასავალი 10 მლნ დოლარს აღწევდა. „თვითმფრინავით ცოფიანივით დაფრინავდა. გამუდმებით დაფრინავდა საფრანგეთში, ისრაელში, საქართველოში, სანამ შეზღუდვა არ ჰქონდა“, _ ჰყვება ოლიგარქის ნაცნობი. თავიდანვე ფინანსებსა და ყველა პროექტზე პასუხისმგებელი იყო მისი პარტნიორი ბადრი პატარკაციშვილი. როგორც ბერეზოვსკიმ „ფორბსს’‘ უკანასკნელ ინტერვიუში მოუთხრო, მთელი ფული ბადრის მისცა და პირადი ხარჯებისა და პროექტებისთვის უკან ართმევდა ხოლმე. ამას მეგობრებიც ადასტურებენ: „ის ეტყოდა: ბადრი, მე მინდა ოცი და ბადრიც მისცემდა ოცს. მათ შორის იმდენად ახლო ურთიერთობები იყო, რომ ბერეზოვსკის ხელშეკრულებების იურიდიულად გაფორმება არც კი უფიქრია. ბადრის შეეძლო თავისი პარტნიორისთვის ქართული კერძები კერძო თვითმფრინავით გაეგზავნა. ნახეთ, როგორია თბილისი-ლონდონის რეისის ფასი. ეს მხოლოდ იმისთვის კეთდებოდა, რომ ბორიას ხაჭაპური მიერთვა!“, _ უკვირს ნაცნობ ბიზნესმენს. ყოველდღიური ხარჯების გარდა, იყო მსხვილი გასავლებიც _ მეწარმეთა შორის ყველაზე გავლენიანისა და უმდიდრესის სტატუსის დასამტკიცებლად. ბერეზოვსკიმ 25 მლნ დოლარი დახარჯა Bომბარდიერ ჩჰალლენგე თვითმფრინავის შესაძენად, 10 მლნ დოლარი _ ბელგრავილის პრესტიჟულ რაიონში ბინაზე, დიდძალი თანხები მიდიოდა 110-მეტრიანი საოკეანო იახტის მშენებლობისთვის. ბერეზოვსკი ამ ფულს ფუფუნებისთვის კი არა, სტატუსისთვის ხარჯავდა, მიაჩნია ბოგუსლავსკის: „ყოველ შემთხვევაში, ასე იყო 1990-იანების დასაწყისში, როცა ჩვენ ურთიერთობა გვქონდა“. იგი იხსენებს, როცა ბერეზოვსკი 10-მეტრიან ოთახში ცხოვრობდა, მეორე ცოლ გალინასა და ბავშვთან ერთად, და ამ დროს „მერსედეს 600’‘-ით დადიოდა. „ბორისს მიაჩნდა, რომ ასეა საჭირო. უნდა იყო გარკვეულ დონეზე _ მზარეულებითა და ძიძებით გარშემორტყმული“. ბერეზოვსკი ასე იქცეოდა ემიგრაციაშიც _ პუტინის მთავარი მტერი შიშსა და აღფრთოვანებას უნდა იწვევდესო.

«აი ნიდ ჰელფ»

ბერეზოვსკის ლონდონის ოფისში სიცოცხლე დუღდა. მომსვლელთა ნაკადი არ ილეოდა და მრავალს უმართლებდა. იული დუბოვი, მწერალი და ბერეზოვსკის ახლო მეგობარი: „ადამიანის ზოგადი პორტრეტი, რომელიც ბერეზოვსკის ირგვლივ ტრიალებდა და მეგობრობდა, ასეთია: ჭკვიანია, იცის რაც უნდა, მას სჭირდება დახმარება და ის ყველაფერს იღებს _ ფულს, სამსახურს, რეკომენდაციებს, პროტექციას, ურთიერთობას. შემდეგ ის ბორისთან რამდენიმე ხანს მეგობრობს, შეხვედრისას პირზე კოცნის. ცოტა ხანში აღმოჩნდება, რომ მისგან ყოველივე მიიღო, არადა ხალხის მტერთან ურთიერთობის გამო რისკები იზრდება და ადამიანი ამბობს: მადლობა, ნახვამდის, მიყვარხარ, ოღონდ აღარ დამირეკო. ეს უკეთეს შემთხვევაში. თორემ ხშირად ღიადაც ღალატობს“. ყოფილი პარტნიორი ევგენი იოფე მის გარემოცვაზე უფრო მკაცრად საუბრობს: „ისინი იყვნენ ქურდები, თაღლითები, არაკომპეტენტური ხალხი, ან ყველა ერთად. მისი გარემოცვა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვერ შევძელით ერთად მუშაობა“. იყვნენ ისეთებიც, ვინც მიიღებდა ფულს და მაშინვე ქრებოდა. იოფე იხსენებს, 2001 წელს ბერეზოვსკის როგორ შესთავაზეს მილანში სამოდელო სააგენტოს ყიდვა და ავანსი ითხოვეს, რის შემდეგაც ეს ხალხი „ჰორიზონტიდან გაქრა“. ოდესღაც გავლენიან ოლიგარქებს ავანტიურისტების კვალის პოვნა უკვე უჭირდათ _ გადასახლებაში ბადრისა და ბერეზოვსკის გავლენა ძლიერ შესუსტდა. როგორც იოფე ჰყვება, ერთხელ ბერეზოვსკისთან მივიდა ვინმე ჯონ ტომპსონი კომპანია Eხოდუს-ის ევროპული წილის გაყიდვის წინადადებით. შემდეგ ტომპსონმა 50 მილიონ დოლარად შესთავაზა კომპანია Gლიდეპასს. იოფეს თქმით, პროექტი თავიდანვე განწირული იყო. შედეგად, ბერეზოვსკი ტომპსონს სასამართლოშიც ედავებოდა, მაგრამ ფული ვეღარ დაიბრუნა. გარიგების დეტალები უცნობია, რადგან არც ბერეზოვსკი და არც პატარკაციშვილი ამ საკითხზე არ საუბრობდნენ. ბერეზოვსკი უფრო ადვილად გასცემდა ფულს, თუკი ეს პოლიტიკასთან იყო კავშირში. ერთხელ, ბერეზოვსკიმ 5 მლნ დოლარი დაუფიქრებლად მისცა ჩინეთის მოქალაქეს, რათა მას ჩინეთის მაშინდელ მმართველთან ცზიან ცზემინთან შეხვედრის ორგანიზება მოეწყო. ჩინელმა ფული რომელიღაც ფონდში ჩარიცხა და აორთქლდა. ბერეზოვსკის პარტნიორის თქმით, ბიზნესსტრატეგიები ოლიგარქისთვის მოსაწყენი იყო: „ერთხელ ვეცადე მეიძულებინა იგი, ბიზნესის ირგვლივ თათბირს დასწრებოდა და მას იქ ჩაეძინა“. ჟურნალ „ფორბსთან“ ბერეზოვსკიმ დაადასტურა: „1994 წლიდან ბიზნესი ჩემთვის საინტერესო აღარ იყო“. ზოგიერთი პარტნიორი ამან შოკშიც კი ჩააგდო: „გავოგნდი, ეს ადამიანი რამდენადაც ინტელექტუალურად განვითარებული და შინაგანად მდიდარი იყო, იმდენად პრიმიტიული იყო ბიზნესში“, _ ამბობს იოფე.

ჟოგა ბონიტო

ბერეზოვსკის კლასიკური, კონსერვატიული ბიზნესი არ აინტერესებდა. მას ფულის ჰაერიდან კეთება უნდოდა. „ამისი სურვილი ყველაფერს ჩრდილავდა“, _ ამბობს განსვენებულის პარტნიორი და თანაშემწე _ „ბადრისთან ერთად, ორივენი აზარტული მოთამაშეები იყვნენ. მათ უნდა ეშოვათ ასი კი არა _ ასეულობით პროცენტი. ეს ღუპავდათ“. 2004 წელს ირანელმა მეწარმე კია ჯურაბჩიანმა ბერეზოვსკი ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბში ფულის ჩადებაში დაარწმუნა. მან შექმნა კომპანია Mედია შპორტს Iნვესტმენტს, რომელმაც კლუბ „კორინტიანს“-ის მართვის უფლება შეიძინა. გარდა ამისა, რუსმა ინვესტორებმა ფეხბურთელებზე უფლებების ნაწილიც მიიღეს. ბერეზოვსკის თქმით, კლუბის ყიდვის იდეა პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. ბადრის უკვე ჰქონდა თბილისის „დინამო“ და კიდევ უნდოდა. თუმცა, ბერეზოვსკის პარტნიორები ამტკიცებენ, რომ ეს ბერეზოვსკის იდეა იყო. ბერეზოვსკის სიტყვებს იოფე იხსენებს: „ჩვენ ქვეყნის საყიდლად მივდივართ. ყველაზე ცნობილი ბრაზილიური გუნდის ყიდვა იქითკენ მიმავალი გზაა“. „კორინტიანს“-ს 23 მლნ აქტიური და 7 „მთვლემარე“ ფანატი ჰყავდა, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 15%-ზე მეტი გუნდის გულშემატკივარი იყო. ბრაზილიის იმჟამინდელი პრეზიდენტი ლულა და სილვა სამეურვეო საბჭოს წევრი იყო, ნაკრებისთვის ინვესტორს ეძებდა და ბერეზოვსკიმაც გადაწყვიტა, პრეზიდენტად გახდომაში ისევ ვინმეს დახმარებოდა. „კია ჯურაბჩიანმა იგი მოატყუა, ბრაზილიაში სამ კაპიკად მოგცემენ ეროვნულ ავიაკომპანიას, სპილენძის საბადოს, რადგან იქ ყველაფერს პოლიტიკა წყვეტს“, _ იხსენებს ბერეზოვსკის მეგობარი. ბერეზოვსკიმ დაიჯერა. „კორინტიანსის“ სამართავად პარტნიორებს დაახლოებით 50 მლნ დოლარის დახარჯვა მოუხდათ, კიდევ 50 მლნ რამდენიმე მოთამაშის შეძენა დაჯდა. ცნობამ იმის შესახებ, რომ არგენტინელ მსოფლიო ვარსკვლავებზე მასკერანოსა და ტევესზე უფლებები მიმალვაში მყოფ რუს ოლიგარქებს ეკუთვნით, საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. როგორც ბერეზოვსკი „ფორბსთან“ საუბარში იხსენებდა, მას სთავაზობდნენ საავიაციო კომპანიასა და სტადიონის მშენებლობას, მაგრამ ყველაფერი ცუდად დასრულდა. 2006 წლის მაისში იგი სან პაულუს აეროპორტში დააკავეს. დაკითხვა რვა საათზე მეტხანს გრძელდებოდა. აინტერესებდათ კლუბსა და ფეხბურთელების შეძენაზე დახარჯული ფულის ისტორია. ბერეზოვსკი მალე გაუშვეს, თუმცა რუსი ოლიგარქის წინაშე მწვავედ დადგა მისი კაპიტალის წარმოშობის პრობლემა. ერთ-ერთი მეგობრის თქმით, ლონდონიდან მიანიშნეს: თუკი ბრაზილიელები დაამტკიცებენ, რომ ბერეზოვსკის მოთამაშეებზე უფლებები მართლაც ეკუთვნის, მისი ბრაზილიისთვის გადაცემა მოუხდებათ და ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი სულაც არ იქნება. ოლიგარქი მიხვდა, რომ ცეცხლს ეთამაშება და ბრაზილიელი ჩინოვნიკების მოწვევებზე აღარ რეაგირებდა.

ფორთოხალი, ტიტები და კარტოფილი

ბერეზოვსკის პოლიტიკა ყოველთვის მეტად იტაცებდა ვიდრე _ ბიზნესი. ჯერ კიდევ 2000 წელს, ბერეზოვსკიმ შექმნა ფონდი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში პოლიტიკურ და სამოქალაქო პროექტებს უჭერდა მხარს. მას ალექსანდრ გოლდფარბი ჩაუდგა სათავეში. იგი სოროსის ფონდიდან იმისთვის გაათავისუფლეს, რომ ალექსანდრ ლიტვინენკოს, ბერეზოვსკის თხოვნით, რუსეთიდან ლონდონში გასვლაში ეხმარებოდა. „მაშინ სოროსმა მითხრა, რომ ფონდის მმართველი პირი ეფ-ეს-ბე-ს აგენტების გამგზავრება-გამომგზავრებით დაკავებული არ უნდა იყოს“, _ იხსენებს გოლდაფრბი. ფონდი თითქმის 150 ორგანიზაციას ეხმარებოდა, მათ შორის ინტერნეტმედიასა და სახაროვის სახელობის მუზეუმს. გოლდფარბის თქმით, ფონდმა სულ 60 მლნ დახარჯა, საიდანაც ნახევარი უკრაინაში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერას მოხმარდა. ვიქტორ იუშჩენკოს მხარდაჭერის იდეა „ნარინჯისფერ რევოლუციამდე“ ნახევარი წლით ადრე გაუჩნდა. როგორც, ბერეზოვსკი „ფორბს“-ს უყვებოდა, მას უკრაინელი დეპუტატი დავით ჟვანია დაუკავშირდა. „სწრაფად ჩამოვყალიბდით რაც უნდა გვეკეთებინა: დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის ფულის ხარჯვა. მაიდანი ჯერ არ იყო მომხდარი, მაგრამ მივხვდით, რომ მზადება იყო საჭირო“, _ იხსენებს იულიი დუბოვი. როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, ბერეზოვსკი პოლიტიკურ კომპანიას არა მარტო აფინანსებდა, არამედ მასში პირადადაც მონაწილეობდა. იგი იუშჩენკოსა და ტიმოშჩენკოს წერილებს თავად წერდა. როცა იუშჩენკო საავადმყოფოში მოხვდა, ბერეზოვსკიმ იგი ფეხზე წამოაყენა. აი, რას ჰყვება დუბოვი: „ბერეზოვსკიმ მას ავსტრიის კლინიკაში დაურეკა და უთხრა: თუკი პრეზიდენტობა გსურს, აიღე შენი წვეთოვნები და კიევში დაახვიე. თუკი, კიდევ ერთ დღესაც იწვები _ ჩათვალე, რომ ეს ამბავი დასრულებულია“. იუშჩენკომ დაუჯერა ბერეზოვსკის და ექიმების აკრძალვის მიუხედავად, სექტემბერში უკანვე დაბრუნდა. იუშჩენკომ ვერ შეძლო „ფორბსთან“ დაკავშირება, რადგან მისი წარმომადგენლის, ირინა ვანნიკოვას თქმით, მივლინებაში იმყოფებოდა. ვანნიკოვას განცხადებით, ბერეზოვსკის იუშჩენკოსთვის კლინიკაში არ დაურეკავს და იუშჩენკოც ბერეზოვსკის არასდროს არაფერს შეპირებია. როდესაც მაიდანი მოხდა, ბერეზოვსკის ფული საჭირო გახდა. გოლდფარბის თქმით, მაიდანის ამბების დროს მრავალათასიანი მომიტინგეებისთვის კარვებს, საკვებსა და ყველა საჭირო ნივთს ბერეზოვსკის ფულით ყიდულობდნენ. „ამერიკელებს არც ერთი კაპიკი არ მიუციათ, შეპირდნენ ოცს, მაგრამ ბოლო მომენტში გადააგდეს“, _ წუწუნებს ბერეზოვსკის ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც მაშინ უკრაინის საკითხებით იყო დაკავებული. თანაც, ბერეზოვსკი საორგანიზაციო აკითხებს თავად აგვარებდა. ჯამში, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მხარდაჭერისთვის, ბერეზოვსკიმ 70 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა. მას იმედი ჰქონდა, რომ უკრაინა რუსეთს შეცვლიდა, მაგრამ როგორც „ფორბსთან“ უკანასკნელ საუბარში აღიარებდა, რუსეთის საზოგადოება სწორედ ვერ შეაფასა: „პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატია მოდაში ვერ შემოვიდა“. რუსეთის შეცვლის ჰიპოტეტური გათვლების გარდა, პარტნიორებს კონკრეტული ბიზნესინტერესები ჰქონდათ. მის გარემოცვაში საუბრობენ, რომ ბერეზოვსკიმ და პატარკაციშვილმა ჩამოწერეს იმ საწარმოთა სია, რომლებზეც კონტროლის აღება სურდათ. მთავარი მიზანი უკრაინის კავშირგაბმულობის მონოპოლისტი „უკრტელეკომი“ იყო. „სურვილების ფურცელში“ ეწერა ოდესის საპორტო ქარხანა, „კრივოროჟსტალი“-ს წილი და კიევში 1 მლნ კვ.მ ფართობი მშენებლობისთვის. იუშჩენკო ბერეზოვსკის „უკრტელეკომის“ მხოლოდ ნახევარს შეჰპირდა, ხოლო მეორე ნახევარი პოლონელ მილიონერს იან კულჩიკს უნდა შეეძინა. 2010 წელს, „უკრტელეკომი“ 1,3 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, ბერეზოვსკის ჩადებული ინვესტიციის ათმაგი ოდენობის მოგება შეეძლო მიეღო, თუმცა, ოლიგარქმა მთელი კომპანია მოითხოვა. საბოლოოდ, მას ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალეს და იუშჩენკო და ტიმოშჩენკო ტელეფონსაც აღარ პასუხობდნენ. ბერეზოვსკის სხვა ახლო მეგობარი, რომელიც უკრაინელებთან მოლაპარაკებებზე აგებდა პასუხს, ამბობს, რომ ბერეზოვსკიმ არათანამიმდევრობის გამო წააგო. თავიდან იუშჩენკო-პოროშჩენკოს ტანდემის მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ, მაგრამ, როცა იუშჩენკო საავადმყოფოში მოხვდა, ბერეზოვსკის მარცხის შეეშინდა და ფსონი ტიმოშჩენკოზე დადო. ოლიგარქმა ტიმოშჩენკოსთან საიდუმლო მოლაპარაკებები გააბა და დასთანხმდა, რომ იგი პრემიერი უნდა გახდეს. „ფორბსთან“ კომენტარისგან თავი შეიკავეს ტიმოშჩენკოს წარმომადგენლებმაც და დავით ჟვანიამაც. ბერეზოვსკის სხვა რევოლუციაში უფრო გაუმართლა. მისი თქმით, ყირგიზეთში მან პატარკაციშვილთან ერთად დააფინანსა „საკონსულტაციო ჯგუფი“, რომელიც ყურბანბეკ ბაკიევს ეხმარებოდა. იგი მონაწილეობდა „ტიტების რევოლუციის“ მომზადებაში, რაც სულ 5 მლნ დოლარი დაჯდა. გამარჯვების შემდეგ ბაკიევმა ვალი ჯერუის ოქროსმომპოვებელი საბადოს წილით გადაუხადა. საბადოს მარაგი საორიენტაციოდ 84 ტონა ოქროსა და 13 ტონა ვერცხლი იყო. სავარაუდოდ, ლიცენზია ბრიტანულ Oხუს Gოლდ-ს ჩამოართვეს და 2006 წლის მაისში „დასავლელ ინვესტორებს“ _ ავსტრიულ Gლობალ G.O.L.D. Hოლდინგ Gმბჰ-ს გადასცეს. ინვესტორთა წარმომადგენელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ფონდ „ტრიუმფის“ პრეზიდენტი რაფაელ ფილინოვი გახდა. საწარმო მასსა და კიდევ ერთ პარტნიორზე იყო გაფორმებული, რომელთა უკანაც ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი იდგნენ. რუსეთის გენპროკურატურის მონაცემებით, 2006 წლის 26 ივლისს ბერეზოვსკი გარიგების დასადებად ბიშკეკში ჩაფრინდა. ფილინოვმა ყირგიზეთში წელიწადნახევარი დაჰყო და კომპანიაზე 12 მლნ დახარჯა. 2007 წელს საბადოს წილი გაიყიდა და 130 მლნ დოლარი პატარკაციშვილის ანგარიშზე დაჯდა. 2010 წლის აპრილში ბაკიევი იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო, ყირგიზეთის ხელისუფლებამ კი საბადოზე ლიცენზიები გააუქმა. ბერეზოვსკი არა მარტო რევოლუციებზე, რეაქციულ სტაბილურობაზეც იხარჯებოდა. ბელორუსში „ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესების“ პროექტი განახორციელა. 2008 წლიდან დასავლეთში პროექტით დაკავებული იყო ლორდი ტიმოტი ბელლი და მისი კომპანია Bell Pottinger Group. მისი მთავარი მიღწევა იყო ლუკაშენკოს რომის პაპთან შეხვედრა და მისი ევროკავშირის სამიტზე მიწვევა. 2013 წელს ღუსსია თოდაყ-სთან ინტერვიუში ლუკაშენკომ აღიარა, რომ მას ბელლი, რომლისთვისაც ფული ბელორუსს არ გადაუხდია, ბერეზოვსკიმ ურჩია. ბელლი ფულს ბერეზოვსკისგან იღებდა. სულ ბელორუსზე 60 მლნ დოლარი დაიხარჯა. „იქ მან სოფელი აიშენა და კაიფობდა. არყის ხეები, რუსი ქალები, ნაყინი 20 კაპიკად და შავი პური... იგი თავს ისე გრძნობდა, როგორც სახლში“, _ იხსენებს ბერეზოვსკის მეგობარი. ბერეზოვსკის დიდი იმედი ჰქონდა, რომ ბელორუსს ოფშორულ ზონად გადააქცევდა, კაზინოებს გახსნიდა, თუმცა მან შეთანხმება დაარღვია _ იქ ინვესტორები არ მიიყვანა და ამიტომ მალე ბელლთან შეთანხმება დაირღვა. ევროპამ მინსკს ზურგი აქცია, მინსკმაც ბერეზოვსკის უგანა და იქ მისი წარმომადგენლობებიც დაიხურა.

პურსა და წყალზე

ბერეზოვსკის პარტნიორის აზრით, 2000-იან წლებში ბერეზოვსკიმ მოგება მხოლოდ ყირგიზული ოქროს საბადოს გაყიდვიდან ნახა. „ფორბსის“ კორესპოდენტის კითხვაზე, ბოლო 12 წლის განმავლობაში ჰქონდა თუ არა წარმატებული პროექტები, ბერეზოვსკიმ შალფორდ ჩაპიტალ Pარტნერს გაიხსენა. კომპანია სამი ფონდის მიერ გამომუშავებულ ფულს მართავდა. 2000-იანების დასაწყისში ბერეზოვსკიმ და პატარკაციშვილმა ერთ-ერთ ფონდში 320 მლნ დოლარი ჩადეს. ფონდი ამუშავდა, ხოლო შალფორდ-მა მთელი რიგი წარმატებული ოპერაციები განახორციელა, მათ შორის „ბორჯომი“ შეიძინა. ფონდმა რუსეთში დაახლოებით 20 ბრენდი შეისყიდა, მათ შორის სვიატოი ისტოჩნიკ. აქტივების საყიდლად დაახლოებით 100 მლნ დოლარი დახარჯეს. 2000-იანების დასასრულს IDშ Bორჯომი რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში მინერალური წყლის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიად იქცა. ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის ფულები იმდენად მოხერხებულად იყო დამალული, რომ პრეტენზიები რუსული აქტივების ირგვლივაც არ ჩნდებოდა. 2012 წელს IDშ Bორჯომი-ის ჯამურმა მოგებამ 350 მლნ დოლარი შეადგინა. მოგების 13% საქართველოზე მოდის, ხოლო 70% _ უკრაინაზე. შალფორდ-მა რძის, საკონდიტრო და სასმელი წყლის 15 ქარხანა ყოფილ იუგოსლავიაშიც შეიძინა. 2006 წელს _ შეძენის მომენტში ბალკანური ჰოლდინგის აქტივები 20 მლნ დოლარი იყო, რომლებმაც 2012 წლისთვის 100 მლნ-ს მიაღწიეს. ამ დროს ბერეზოვსკიმ და პატარკაციშვილმა აქტივების გაყიდვა მოითხოვეს. 2013 წლის იანვარში „ალფა ჯგუფმა“ IDშ Bორჯომი-ის დაახლოებით 55% შეიძინა, რაშიც 230 მლნ გადაიხადა (სულ, კომპანია 420 მლნ დოლარად შეფასდა). ხოლო ბალკანური აქტივები მყიდველს ჯერაც ელოდება. წარმატებული ბიზნესიდან შემოსავლები ბერეზოვსკის არ ერგო, რაც ნაწილობრივ, მისივე ბრალია. იოფე იხსენებს, რომ 2000-იან წლებში მას დაავალა აქტივების, აბრამოვიჩის Mილლჰოუსე ჩაპიტალ-ის მსგავსად, განკარგვა, თუმცა საქმე უშედეგოდ დასრულდა. „ბორია დინოზავრი იყო, მას შეცვლა არ შეეძლო, არ იყო მზად გარემოცვასთან ბრძოლისა და გარკვეული წესებით ცხოვრებისთვის“, _ ამბობს ოლიგარქის გარემოცვის წევრი.

გზა გაკოტრებისკენ

2008 წლის 20 თებერვალს, გრინვიჩის დროით, დაახლოებით, 23:00 საათზე, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილი. ამ მომენტში ბერეზოვსკიმ ქონების დიდი ნაწილი დაკარგა. „ფორბს“-თან საუბარში ბერეზოვსკიმ აღნიშნა, რომ არ ელოდა, თუკი ბადრი მასზე ადრე მოკვდებოდა. როგორც ჩანს, ამას არც პატარკაციშვილი ელოდა. მეგობრების თქმით, პარტნიორებს ქონების იურიდიულად განაწილებაზე არ უზრუნიათ. ბერეზოვსკი დარწმუნებული იყო, რომ პარტნიორთან ფულსა და აქტივებს სანახევროდ იყოფს. ბადრის სიკვდილისთანავე, მისმა ქვრივმა ინამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად, აქტივების ნახევრის ბერეზოვსკისთვის გადაცემის პირობა დადო, მაგრამ მერე გადაიფიქრა და განაცხადა, რომ მაშინ აფექტში იყო. ამგვარად, ბერეზოვსკიმ დაკარგა ფულიც და მათი მშოვნელიც. პატარკაციშვილმა ყირგიზული საბადოს გაყიდვიდან შემოსული თანხიდან უკანასკნელი ტრანში 40 მლნ დოლარი თავისი სიკვდილის დღეს განახორციელა, თუმცა ამ ფულის გამოყენება ვერც ქართველმა მეწარმემ და ვერც მისმა ლონდონელმა პარტნიორმა ვეღარ შეძლეს. ბადრის სიკვდილი ბერეზოვსკისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. იგი მიხვდა, რომ პარტნიორის ხასიათში სათანადოდ ვერ გაერკვა. პატარკაციშვილის ოჯახის წინააღმდეგ თავის სარჩელში მან თავისი დანაკარგი ბადრის აქტივების 50%-ად შეაფასა. ბადრი პატარკაციშვილის ნათესავისა და მისი ქონების ერთ-ერთი პრეტენდენტის, ჯოზეფ კეის ადვოკატი ემანუელ ზელცერი ბადრის ქონებას 2,1 მლრდ დოლარად აფასებდა. სასამართლოს მასალებში ნახსენებია 152 კომპანია, რომელთა წილებზეც შეიძლება ბერეზოვსკის პრეტენზია გააჩნდეს. მათ შორისაა, ცნობილი ოფშორი Aნდავა, რომლის მეშვეობითაც ბერეზოვსკი და მისი მმართველი გლუშკოვი „ავტოვაზი“-ს, „აეროფლოტი“-ს, „ლოგოვაზი“-სა და სხვა კომპანიების საქმეებს მართავდნენ. დროთა განმავლობაში ბერეზოვსკის პატარკაციშვილებისადმი პრეტენზიებმა იკლო. ეს არ იყო ერთადერთი დარტყმა. თითქმის ბადრის სიკვდილისთანავე, ბერეზოვსკისგან გაყრა მოითხოვა მეუღლემ გალინა ბაშაროვამ, რომელთანაც 1993 წლიდან აღარ ცხოვრობდა და მას სასამართლოთი 200 მლნ ფუნტი სტერლინგი წაართვა. ბერეზოვსკის მეგობრების თქმით, მან ყოფილ მეუღლეს ანგარიში გაუსწორა. ასეულობით მილიონის დაკარგვის შემდეგ ბერეზოვსკი იძულებული იყო, აქტივები გაეყიდა. იახტის მშენებლობა შეაჩერა, თვითმფრინავი დააგირავა, გაყიდა ორი მამული სურეის საგრაფოში. ბოლოს, მთელი თავისი იმედები ბერეზოვსკიმ რომან აბრამოვიჩთან სასამართლო გარჩევაზე დაამყარა. სარჩელი 2010 წელს შეიტანა, სადაც მოითხოვდა 5,5 მლრდ დოლარს „სიბნეფტის“ გაყიდვიდან, „რუსალის’‘ „გაზპრომისა’‘ და „ბაზელის’‘ წილებიდან. 2012 წლის სექტემბერში, აბრამოვიჩთან სასამართლოს წაგების შემდეგ, ბერეზოვსკიმ ყველა პროცესი შეწყვიტა, ბადრის ოჯახთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლითაც ერთობლივ აქტივებზე უარი განაცხადა. პატარკაციშვილების ოჯახის აქტივების მმართველის, ირაკლი რუხაძის თქმით, სხვა ვითარებაში ბიზნესმენი ამ შეთანხმებას არ გააფორმებდა. რუხაძე შეთანხმების პირობებზე არ საუბრობს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ყველა გადახდა დოკუმენტის გაფორმებიდან მოკლე დროში განხორციელდა. მისი თქმით, ფული ბერეზოვსკის არ მიუღია: მთელი თანხები მისი კრედიტორებისა და აბრამოვიჩის ადვოკატების ანგარიშებზე წავიდა. „ფორბსის’‘ წყარო ამბობს, რომ პატარკაციშვილის ოჯახი ბერეზოვსკის მხრიდან დავის შეწყვეტის სანაცვლოდ, აბრამოვიჩთან სასამართლოს ხარჯების _ 40 მლნ ფუნტი სტერლინგის გადახდას დათანხმდა. დეპრესიაში მყოფი ბერეზოვსკი რუსეთში დაბრუნების გეგმებს აწყობდა. მან, სასამართლოში დამარცხებიდან რამდენიმე კვირაში, აბრამოვიჩს წერილი მისწერა, სადაც პატიება და სამშობლოში დაბრუნებაში დახმარება სთხოვა. ასევე, აბრამოვიჩის ნაცნობის თქმით, ბერეზოვსკიმ ვალების პატიებაც ითხოვა. კიდევ ერთი ბოდიშის წერილი მან პუტინს გაუგზავნა, თუმცა შეცდომა დაუშვა, როცა ამის შესახებ ენა ვერ გააჩერა და ყველას უყვებოდა. „მისი დაბრუნების ერთადერთი შანსი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა იყო. წერილის დაწერისას იგი უკვე დამარცხებული იყო. გამარჯვების შემთხვევაში, იგი ვერ გაჩერდებოდა. დაიწყებდა რუსეთის ოპოზიციაში ფულის ჩადებას, წავიდოდა ბელორუსში ოპოზიციის მხარდასაჭერად, მას რუსეთი ეცოტავებოდა. იგი რეალობას აბსოლუტურად მოწყდა. ახალ თაობას კი, რომელსაც ცვლილებები სურს, ბერეზოვსკი არ უნდა“, _ ამბობს პუტინთან დაახლოებული წყარო.

გაყიდვა

როდესაც დაუგირავებელი და გაუყიდავი უძრავი ქონება აღარ დარჩა, პირადი ნივთების ათვისება დაიწყო. ქონების ნაწილს იგი აუქციონებზე ყიდდა. „ფორბსის’‘ კორესპოდენტი უკანასკნელ ვაჭრობას დაესწრო, რომელიც ნახევრადცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ჩჰრისტიე’ს-ის აუქციონისტმა უკვე გაყიდა შაგალის, მატისის ჩანახატები და 2,8 მილიონად ედვარდ მუნკის „გოგონა ნაპირზე“. ჯერი ენდი უორჰოლზე მიდგა _ სცენაზე გამოიტანეს „წითელი ლენინი“, რომელიც რუსმა კლიენტმა 110 000 ფუნტად იყიდა. ბერეზოვსკის ქონება ვაჭრობიდან ჩუმად ქრებოდა. მოგვიანებით, როცა კორესპოდენტმა ბერეზოვსკის ჰკითხა, კიდევ შეხვდება თუ არა მას აუქციონზე, ბერეზოვსკიმ გაიცინა: „თქვენ მართლაც ფიქრობდით, რომ იქ მივალ? აუქციონების მსვლელობების შესახებ მხოლოდ Fანტომ Oპერა-დან ვიცი. იქ პირადად არასდროს ვყოფილვარ“. ლეონიდ ბოგუსლავსკი იხსენებს, რომ ბერეზოვსკი ფულს ხშირად სესხულობდა, თუმცა ადრე ამხელა ვალები არასდროს ჰქონია. „ფორბსის’‘ ინფორმაციით, მას ადვოკატების 40-50 მილიონი ემართა. 50 მლნ მაქსიმ ბაკიევისგან, ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟისგან ისესხა, კიდევ 30 მლნ ბიზნესმენ მიხაილ ჩერნოვს გამოართვა. ბერეზოვსკის უნდა გადაეხადა აბრამოვიჩის სასამართლოს ხარჯები _ 62 მლნ, გალინა ბასაროვას ვალი 100 მლნ-ს აღწევდა, კიდევ 8 მლნ-ზე პრეტენზიას აცხადებდა მესამე ცოლი ელენა გორბუნოვა. ჯამში, ბანკის კრედიტების გამოკლებით, 300 მილიონი მართებდა. სასამართლომ, გორბუნოვას საქმეზე უზრუნველყოფის სახით, შატო დე ლა გარუპის მამული და ვილა კროშე დე ლა გარუპი დააპატიმრა, რომლებიც ბერეზოვსკიმ ჯერ კიდევ 1996-97 წლებში შეიძინა. ბერეზოვსკის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, ამჟამად ეს უძრავი ქონება 300 მლნ-ზე მეტი ღირს. თუმცა, იმ მომენტში ბერეზოვსკის ფრანგული მამულების გარდა, სხვა მილიონიანი ქონება აღარ დარჩა. სანამ ბინას უყიდიდნენ, ბერეზოვსკი მეგობარს ურეკავდა: „გემუდარები, სიცოცხლეში ეს ჩემი უკანასკნელი თხოვნაა. იზრუნე კატიაზე, მიეცი მას თუნდაც 2000 დოლარი“, _ ამბობს ბერეზოვსკის ერთ-ერთი მეგობარი. თუმცა, მან ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა, რადგან ბერეზოვსკის ასე საუბარი ადრეც სჩვეოდა. მით უმეტეს, იგი მეგობარს სთხოვდა, ფული მიეცა ნაცნობ ეკატერინა საბიროვასთვის თელ-ავივში გასამგზავრებლად, სადაც 23 მარტს, საღამოს, თავადაც უნდა გაფრენილიყო. სიძისგან 5000 დოლარის სესხება და თელ-ავივის ბილეთების ყიდვა ბერეზოვსკიმ მანამდე მოასწრო, თუმცა, მგზავრობა არ შედგა. გაფრენის დღეს, 23 მარტს, მისი ცხედარი სოფელ ასკოტის მომცრო მამულში, აბაზანაში იპოვეს. ოდესღაც მან მამული გალინა ბაშაროვას უყიდა და, ბოლო თვეების მანძილზე, იქ ყოფილი ცოლის თანხმობით ცხოვრობდა.