თუ ვინმეს უნდა ეკლესიის შეურაცხყოფის ხარჯზე ჯარს მოარიდოს თავისი თუ სხვისი შვილი, არ მგონია, რომ ეს სწორია, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ამ თემაზე პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა და ჯარის პოპულარიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მილაპარაკია ჩემს 10 წლის შვილთან - „რომ გაიზრდები, შენ ჯარში უნდა წახვიდე“. მართლა ველაპარაკები. ამ დღეებშიც მქონია ლაპარაკი, გულწრფელად გეუბნებით. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა ეკლესიის შეურაცხყოფის ხარჯზე ჯარს მოარიდოს თავისი თუ სხვისი შვილი, არ მგონია, რომ ეს სწორია. პირიქით, მგონია, რომ ამ თემის პოპულარიზაცია ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ ემოციებს გააძლიერებს“, - განაცხადა მდინარაძემ.