უკრაინული მედია: რუსეთმა ოდესის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანა

უკრაინული მედია: რუსეთმა ოდესის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა ოდესის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანა, არიან დაჭრილები. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედია იუწყება, რომ შავ ზღვაზე მოწინააღმდეგის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა ფიქსირდება.

საჰაერო თავდაცვის ძალების ეფექტური მუშაობის წყალობით, ზოგიერთი რაკეტა განადგურდა, მაგრამ იყო დარტყმები, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაზიანდა. არიან დაშავებულები.

ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა საჰაერო თავდასხმა ზღვიდან განახორციელა.