საფრანგეთის დედაქალაქში პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. აქცია, ტრადიციულად, სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
17 მარტს საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო.
აღნიშნული კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის. მან ქვეყნის მასშტაბით მასიური პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რეფორმა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.
სადავო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ამისთვის საჭირო სამუშაო სტაჟი კი 41.5 წლიდან 43 წლამდე.