საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მარტს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, „ბათუმი არენას" ტერიტორიაზე, სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და  სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  ჩართულობით, „ბათუმი არენას" თანამშრომლებისთვის ჩატარდება სახანძრო-სამაშველო სიმულაციური პრაქტიკული სწავლება.
ღონისძიების მიზანია  სწავლების მონაწილეებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის ღონისძიებების,  დაშავებულთა ევაკუაციისა და პირველადი დახმარების მეთოდების გაცნობა.
სწავლება მოიცავს პრაქტიკულ სიმულაციურ წვრთნებს.    მეხანძრე-მაშველები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით მოახდენენ ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირებას.
ვაფრთხილებთ ადგილობრივ მოსახლეობას, წვრთნები გამოიწვევს გარკვეულ ხმაურს, რაც  არ უნდა გახდეს მოქალაქეებისთვის შიშისა და საფრთხის საფუძველი.