ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ოფიციალური პირები უსაფრთხოების პრევენციულ ზომებს იღებენ იმ შემთხვევისთვის, თუ დონალდ ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენება ფართო პროტესტს გამოიწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის პოლიციის ყველა ოფიცერი მზად იქნება განლაგებისთვის, თუ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალს წაუყენებენ.
ტრამპის იურიდიულ გუნდთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ თუ ტრამპს ბრალს წაუყენებენ, ისინი არ ელიან, რომ დაკავება ან სასამართლოში პირველადი გამოჩენა მომავალ კვირამდე მოხდება.
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენების იდეა და პროკურატურის მხრიდან შესაძლო ქმედებას უწოდა „პოლიტიკურად მოტივირებული“ და „არა ის, რისი ხილვაც ამერიკელ ხალხს სურს“.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მას მომავალ კვირას დააკავებენ და თავის მომხრეებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა