შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

დღეს სხვადასხვა მედია-საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში მოქალაქეებმა შენიშნეს გოგონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ახალშენში უგზო-უკვლოდ დაკარგულ დარეჯან დიასამიძეს მიამსგავსეს, ამასთან დაკავშირებით მიმართეს საპატრულო პოლიციას, რაზეც, მათი თქმით, ეკიპაჟმა რეაგირება არ მოახდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აჭარის საპატრულო პოლიციაში შეტყობინება არ შესულა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედია-საშუალებებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და დაკარგული გოგონას ოჯახის წევრები და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ.

დარეჯან დიასამიძის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამოძიებასთან დაკავშირებით მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ყველა დანაყოფი, აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

იმ შემთხვევაში, თუ დაკარგულ გოგონასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ, დაკვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - „112“ ან მიმართოთ პოლიციის ნებისმიერ განყოფილებას.