გელა ნიკოლეიშვილი: ენჯეოების საფარქვეშ პარტიულ უჯრედებს ქმნიან. რეალურად, ძალიან ბევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წავიდა ვითომ, ენჯეოში - იგივე „ნაცმოძრაობაა“, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქვია

გელა ნიკოლეიშვილი: ენჯეოების საფარქვეშ პარტიულ უჯრედებს ქმნიან. რეალურად, ძალიან ბევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წავიდა ვითომ, ენჯეოში - იგივე „ნაცმოძრაობაა“, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქვია

ენჯეოების საფარქვეშ პარტიულ უჯრედებს ქმნიან. რეალურად, ძალიან ბევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წავიდა ვითომ, ენჯეოში და რა თქმა უნდა, ამას ვერც დამალავენ, იგივე „ნაცმოძრაობაა“, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქვია, - ამის შესახებ ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე ისაუბრა.

„თავიანთ ახალ ენჯეოებსა და პარტიულ უჯრედებს ქმნიან ენჯეოების საფარქვეშ. რეალურად, ძალიან ბევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წავიდა ვითომ, ენჯეოში და რა თქმა უნდა, ამას ვერც დამალავენ, იგივე „ნაცმოძრაობაა“, მაგრამ ჰქვია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაა და იღებს ოფიციალურ დაფინანსებას. როგორც ჩანს, ამიტომაც ძალიან ბევრს არ სურს გასაჯაროება ამ თავიანთი დაფინანსების.

შესაძლებელია პროექტში იყოს ასეთი აქტივობები სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების ან პატიმართა უფლებების დასაცავად, მაგრამ ამას როგორ გამოიყენებს, ამაში შესაძლოა, დიდი ლუფტი ჰქონდეთ მათ. მაგალითად, სიტყვაზე, მოწყობილი მიტინგი ან დემონსტრაცია, რომელიც შესაძლოა აგრესიულ ქმედებებში, შეტაკებებში გადაიზარდოს, ჩაითვალოს, რომ ჩვენ აი, ამ მიზნით მოვაწყვეთ ეს. როდესაც ისინი არ შიფრავენ და არ ამბობენ, რომ აქ ეს კონკრეტული ქმედებები იყო დაგეგმილი და ჩვენ ზუსტად ასე კი არა, სხვაგვარად ვიმოქმედეთ, როგორც ჩანს, ამის დაფარვის სურვილი აქვთ“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.