პირველივე დღეებიდან „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობდა ყველა ფორმატში, რაც უკავშირდებოდა 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებას, თუმცა ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ცალსახად არის ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვალდებულებების შესრულება ისე უნდა მოხდეს, როგორც ამას საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ.
„12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულება არის დღეს ნომერ პირველი ამოცანა, მათ შორის, ოპოზიციის, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, როდესაც ვსაუბრობთ 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაზე, ეს უნდა მოხდეს ისე, როგორც ითხოვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, და არა ისე, როგორც ამას ასრულებს საქართველოს ხელისუფლება“, - აღნიშნა წითლიძემ.