მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ვერ ხედავს ომის საშიშროებას მოლდოვაში, ვიდრე რუსეთი უკრაინაში იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მისი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებია.
„მოლდოვაში ომის საშიშროება არ არსებობს, ვიდრე უკრაინა იბრძვის“, - განუცხადა მაია სანდუმ ქვეყნის პარლამენტს.
„მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსული არმია ვერ მოხვდება აქ, სანამ უკრაინა უძლებს და ამგვარად იცავს მოლდოვას. ჩვენ მადლობელნი ვართ უკრაინელების სიმამაცისა და თავისუფლების სიყვარულისთვის“, - აღნიშნა მან.