რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა არ იგეგმება, - ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ უკვე არაერთხელ გავეცით პასუხი მობილიზაციასთან დაკავშირებით შეკითხვას. ეს საკითხი აღარ განიხილება“, - აღნიშნა პესკოვმა.
ნაწილობრივი მობილიზაცია პუტინმა რუსეთში გასული წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა.