ლიეტუვის სეიმმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოს მიერ ერთსულოვნად მხარდაჭერილ რეზოლუციაში „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს ბრალს სდებენ „სისტემატურ სერიოზულ დანაშაულებში“, რომლებიც მათ უკრაინაში ჩაიდინეს.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები რუსეთის მთავრობიდან იღებენ სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას, მომზადებას გადიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში და საშიშროებას წარმოადგნენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის.
ლიეტუველმა დეპუტატებმა მოუწოდეს სხვა ქვეყნების პარლამენტებს, მათაც გამოაცხადონ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად.