ჩრდილოეთ კორეამ მცირე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ მცირე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე მცირე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. რაკეტები წყალქვეშა გემიდან გაუშვეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

ფხენიანის სახელმწიფო ტელევიზის ცნობით, საგამოცდო გაშვება სამხრეთ კორეისა და შეერთებულ შტატების ერთობლივი წვრთნის დაწყებას დაამთხვიეს. სარაკეტო გამოცდას ჩრდილოეთი კორეა 11-დღიანი სამხედრო წვრთნის ფარგლებში ატარებს.