"დღეის მდგომარეობით აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანყოფი. დამატებითი ძალები არის გამოძახებული. შინაგან საქმეთა მინისტრს პირად კონრტოლზე აქვს აღნიშნული საქმე აყვანილი და საათობრივად ვახსენებთ დღის განმავლობაში ჩვენს მიერ გატარებულ ყველა სამძებრო ღონისძიებების შესახებ. აქედან გამომდინარე მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დარეჯან დიასამიძის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტი დროულად იქნეს გამოძიებული და გაირკვეული თუ სად იმყოფება იგი და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა.
ამჯერად აქტიურად მიმდინარეობს ყველა ღონისძიება, მობილიზებულია ყველა რესურსი, რაც კი არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის მალე დადგეს შედეგი.“