თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია, -ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„დაღუპულთა რიცხვი 48 000-ია, დაშავდა 115 000-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 50 000 შენობა დაინგრა", - აღნიშნა ერდღანმა.
მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თურქეთს დახმარება აღმოუჩინეს.
„ასობით ქვეყანამ გამოგვიგზავნა დახმარება, გამოგვიგზავნა მაშველები. ძალიან მადლობელი ვარ მათი", - აღნიშნა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრების სიმძლავრე 7.7 და 7.6 მაგნიტუდა იყო.