საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, საფრანგეთის სენატმა საპენსიო რეფორმა დაამტკიცა

საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, საფრანგეთის სენატმა საპენსიო რეფორმა დაამტკიცა

საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, საფრანგეთის სენატმა საპენსიო რეფორმა დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 195-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი ხმა 112-მა დეპუტატმა მისცა.

ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული რეფორმა საპენსიო ასაკის 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. საპენსიო რეფორმას პარიზსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი აპროტესტებს.