ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის დეპუტატებმა სი ძინპინი ქვეყნის ხელმძღვანელად მესამე ვადით აირჩიეს

ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის დეპუტატებმა სი ძინპინი ქვეყნის ხელმძღვანელად მესამე ვადით აირჩიეს

ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის დეპუტატებმა სი ძინპინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელად მესამე ვადით აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სი ძინპინი ქვეყნის ისტორიაში პირველი ლიდერი გახდა, რომელიც მესამე ხუთწლიანი ვადით აირჩიეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა 2952-მა ადამიანმა მიიღო, გადაწყვეტილება კი ერთხმად მიიღეს. სი ძინპინი სახელმწიფოს მეთაური 2013 წლიდანაა.