გაეროს გენერალური მდივანი: გაეროს პოზიცია აბსოლუტურად მკაფიოა - უკრაინაში რუსეთის შეჭრა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

გაეროს გენერალური მდივანი: გაეროს პოზიცია აბსოლუტურად მკაფიოა - უკრაინაში რუსეთის შეჭრა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ გაერო მკაფიოდ უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„გაეროს პოზიცია აბსოლუტურად მკაფიოა: უკრაინაში რუსეთის შეჭრა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. უკრაინის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენი საბოლოო მიზანი ასევე ნათელია - სამართლიანი სამყარო გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.