აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ პუტინი, სავარაუდოდ, მიიჩნევს, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს და რომ ომის გახანგრძლივება მისი საუკეთესო დარჩენილი ვარიანტი შეიძლება იყოს.
„ჩვენ არ ვპროგნოზირებთ, რომ რუსული არმია საკმარისად აღადგენს ძალებს ამ წელს, რათა მნიშვნელოვანი ტერიტორიული მონაპოვარი მიიღოს, თუმცა პუტინი, სავარაუდოდ, იმედოვნებს, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს და რომ ომის გახანგრძლივება, მათ შორის ბრძოლებში შესაძლო პაუზებით, შეიძლება იყოს მისი საუკეთესო ვარიანტი უკრაინაში რუსეთის სტრატეგიული ინტერესების უზრუნველსაყოფად, თუნდაც ამას წლები დასჭირდეს“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა.
გარდა ამისა, აშშ-ის დაზვერვის საზოგადოებას მიაჩნია, რომ რუსეთს „ალბათ არ სურს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი აშშ-სა და ნატოს ძალებთან, მაგრამ ამის პოტენციალი არსებობს“.