ირაკლი კობახიძე: დღეს შს მინისტრი არ არის გახარია, არის ვახტანგ გომელაური, რომელიც ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე და დღესაც იდგება მოწოდების სიმაღლეზე

ირაკლი კობახიძე: დღეს შს მინისტრი არ არის გახარია, არის ვახტანგ გომელაური, რომელიც ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე და დღესაც იდგება მოწოდების სიმაღლეზე

სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ პროპორციულობის პრინციპის დაცვით. არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება, სადაც იქნება საჭირო პროპორციული ძალის გამოყენება, იქ იქნება ეს ძალა გამოყენებული, მათ შორის იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცველებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტთან მიმდინარე პროცესებს.

„დღეს შს მინისტრი არ არის გახარია, არის ვახტანგ გომელაური, რომელიც ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე და დღესაც იდგება მოწოდების სიმაღლეზე, ამაში იგულისხმება ის, რომ აუცილებლად იქნება დაცული თანაზომიერების პრინციპი“, - აღნიშნა კობახიძემ.