მოლდოვაში, „მოლდოვური ენის“ სახელწოდების „რუმინულად“ შეცვლის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს

მოლდოვაში, „მოლდოვური ენის“ სახელწოდების „რუმინულად“ შეცვლის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს

მოლდოვაში, კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სახელწოდებად „მოლდოვურის“ ნაცვლად „რუმინულის“ დაფიქსირება გააპროტესტეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სოციალისტური პარტიის მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე დეპუტატმა ვასილი ბოლიამ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს „პოლიტიკური აბსურდი“ უწოდა.

28 თებერვალს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „მოლდოვური ენის“ სახელწოდების „რუმინულად“ შეცვლის შესახებ.

კანონპროექტის მიხედვით, ფრაზები „მოლდოვური ენა“, „სახელმწიფო ენა“, „ოფიციალური ენა“ და „მშობლიური ენა“ ნებისმიერი გრამატიკული ფორმით უნდა შეიცვალოს ფრაზით „რუმინული ენა“ შესაბამისი გრამატიკული ფორმით.