გერმანიის კანცლერი: პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ ომში წარმატებას ვერ მიაღწევს

გერმანიის კანცლერი: პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ ომში წარმატებას ვერ მიაღწევს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკება დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გააცნობიერებს, რომ ის ვერ გაიმარჯვებს.

„ჩემი გადმოსახედიდან, პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ [უკრაინაში] ამ შეჭრით და იმპერიალისტური აგრესიით წარმატებას ვერ მიაღწევს. მან [უკრაინიდან] ჯარები უნდა გაიყვანოს. ეს არის მოლაპარაკების საფუძველი“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა შეთანხმება, რომელიც დაასრულებს ომს, შესაძლოა იმის აღიარებით, რომ უკრაინა არ დაიბრუნებს ანექსირებულ ყირიმს ან დონბასის ნაწილებს, შოლცმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილება არ მიიღება უკრაინული მხარის გარეშე.

„ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს მათ ნაცვლად. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა მან.