ქემალ ქილიჩდაროღლუ თურქეთის ოპოზიციის პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატად დასახელდა

ქემალ ქილიჩდაროღლუ თურქეთის ოპოზიციის პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატად დასახელდა

ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა ალიანსმა თურქეთის ოპოზიციის პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატად „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ დაასახელა.

„ჩვენი მაგიდა მშვიდობის მაგიდაა. ჩვენი ერთადერთი მიზანია ქვეყნის აყვავება, მშვიდობისა და სიხარულის დამკვიდრება“, - აღნიშნა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. გამოკითხვები ვარაუდობენ, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დაძაბული იქნება. ოპოზიციური ბლოკი ოდნავ უსწრებს მმართველ ალიანსს.