"ჯერ ამ კითხვებზე პასუხს დაველოდოთ"

ვფიქრობ რომ ყველა მოქალაქის ლეგიტიმური უფლებაა საჯაროდ დასვას ის კითხვები რაც მათ აწუხებთ .ამიტომ გადავწყვიტე საჯაროდ დავსვა კითხვათაგან ის მცირერიცხოვანი ჩამონათვალი, რომელიც ამ ბოლო ხანს დამიგროვდა და რომელზე პასუხიც ვფიქრობ აუცილებელია. შესაძლოა ამის გამო გაოცნებებული ნაციონალების (დღეს სწორედ ოცნებაში გადაბარგებული ყოფილი ზონდერნაციონალები გამოირჩევიან აგრესიულობით) რისხვა დავიმსახურო, მაგრამ ეს სრულიად არ მაღელვებს და ამიტომ დავსვამ რამდენიმე შეკითხვას,რომელზე პასუხიც აუცილებლად გასაცემია.

1)რატომ დარჩა სრული მონოპოლია სააფთიაქო სფეროში ნაცების მიერ შექმნილ კომპანიებს ავერსსა და პსპ-ს????

2)რატომ დარჩა სრული მონოპოლია საწვავის ბიზნესში ვისოლს (სააკაშვილის ოჯახის კომპანიას), სოკარს (სანდრა რულოვსი), გალფს (კეზერაშვილი), რომპეტროლს (თემურ ალასანია)???

3)რატომ დარჩა სრული მონოპოლია საავტომობილო ბაზარზე ნაცზონდერების ლიდერის გია უდესიანის მფლობელობაში მყოფ რუსთავის ავტობაზრობას???

4)სომხეთის საწვავის ბაზარი მარაგდება საქართველოდან (ამ ბიზნესის ყოველთვიური მოგება დაახლოებით 40-45 მილიონი დოლარია) რატომ დარჩა კეზერაშვილს წილი ამ ბიზნესში და ვინაა ახალი ხელისუფლების ის წევრი, რომელმაც კეზერაშვილთან კოჰაბიტაციის შედეგად მიიღო უდიდესი წილი ამ ბიზნესიდან???

5)რატომ დარჩა მონოპოლია თამბაქოს ბიზნესში კვლავ სააკაშვილის გარემოცვის ხელში???

6)რატომ დარჩა მონოპოლია ენერგეტიკულ სექტორში დავით ბეჟუაშვილს???

7)რატომ მართავს საბანკო სფეროს კვლავ სააკაშვილის გარემოცვა???

ეს შვიდი კითხვა გახლავთ მცირე ჩამონათვალი იმ ლეგიტიმურ კითხვათაგან, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გაუჩნდება ახალი ხელისუფლების მიმართ და რომელზე პასუხის გაცემაც აუცილებელია, მითუმეტეს რომ არსებობს უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითოეულ ამ სფეროში სურდათ შემოსვლა ახალ კომპანიებს, მაგრამ მათ ხელოვნური ბარიერები შეუქმნეს და მონოპოლია კვლავ ნაცებთან დაკავშირებულ კომპანიებს დარჩათ. ეს გახლავთ ძირითადი მიზეზი იმისა თუ რატომ არ იაფდება წამლები, საწვავი, პური, საბანკო პროცენტები და ა.შ. ჯერ ამ კითხვებზე პასუხს დაველოდოთ და შემდეგ დაახლოებით 100 მდე ისეთ კითხვას მოგაწვდით რომელთანაც შედარებით ეს კითხვები ჟურნალად მოგეჩვენებათ, ჟურნალად რომელსაც ჩვენს ბავშვობაში კინოსეანსის დაწყების წინ აჩვენებდნენ.

P.S.კიდევ ერთხელ მინდა გაოცნებებულ ნაცზონდერებს მივუბრუნდე (მაგ. შიხიაშვილის, ხაჩირიშვილის და მათ მსგავსებს) და მივმართო, რომ "პატივცემულო" ვირთხებო სანამ ამ კითხვებზე წიოკს ატეხდეთ დაფიქრდით და გაიხსენეთ, რომ მე და ჩემნაირი ათასობით ადამიანი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შიშველი ხელებით გებრძოდით თქვენ და თქვენისთანებს, ამიტომ რაც არ უნდა ამტკიცოთ თქვენი მონური ერთგულება, ჩვენზე მეტად მაინც არ შეგტკივათ გული 1 ოქტომბრის მონაპოვარზე და ახალ ხელისუფლებაზე, ამიტომ თქვენი წიოკი სასაცილო და ამაზრზენი სანახაობა იქნება და უმჯობესია დაოკდეთ, რადგან ეს გულშემატკივრის და თანამებრძოლის დასმული კითხვებია და არა თქვენნაირი მედროვე მლიქვნელის თუ შეფარული მტრის!!!!!