ასზე მეტმა ქვეყანამ მსოფლიო ოკეანეს დაცვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია

ასზე მეტმა ქვეყანამ მსოფლიო ოკეანეს დაცვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია

გაეროს 100-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ დაამტკიცა შეთანხმება ღია ზღვის შესახებ, რომელიც მსოფლიო ოკეანეს სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიული წყლების მიღმა მდებარე ნაწილის დაცვას ითვალისწინებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტის მიხედვით, 2030 წლისთვის მსოფლიო ოკეანეს 30% დაცული ტერიტორია უნდა გახდეს. ამ შეთანხმების მიზანი კი ზღვის ფლორისა და ფაუნის დაცვაა. დღეს დაცულის სტატუსი საერთაშორისო წყლების მხოლოდ 1,2%-ს აქვს. ახალი შეთანხმების თანახმად, დაცულ ზონებში დაწესდება შეზღუდვები თევზაობაზე, ხომალდებს მოძრაობაზე და წიაღისეულის მოპოვებაზე.

მოლაპარაკებები შეთანხმების მისაღწევად 10 წლის განმვლობაში გრძელდებოდა.