„ომის შესწავლის ინსტიტუტი“: დიდი ალბათობით, უკრაინული ჯარი ბახმუტიდან კონტროლირებადი გასვლისთვის ემზადება

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“: დიდი ალბათობით, უკრაინული ჯარი ბახმუტიდან კონტროლირებადი გასვლისთვის ემზადება

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსების პროგნოზით, დიდი ალბათობით, უკრაინული ჯარი ბახმუტიდან კონტროლირებადი გასვლისთვის პირობებს ამზადებს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლები 2022 წლის მაისში დაიწყო. 3 მარტს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრებით დასტურდება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის მახლობლად ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხიდი ააფეთქეს - ერთი მდინარე ბახმუტოვკაზე, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხოლო მეორე ხრომოვო-ბახმუტის გზასთან, ქალაქის დასავლეთში.

„ხიდების პრევენციული აფეთქება, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ჯარი შესაძლოა ცდილობდეს, ხელი შეუშალოს აღმოსავლეთ ბახმუტის რუსე სამხედროების გადაადგილებას და შეზღუდოს ბახმუტიდან დასავლეთის მიმართულებით გასვლის პოტენციური გზები“, - აღნიშნულია ანგარიშში.