ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინაში კრიზისთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მკაფიოა.
„ჩინეთის პოზიცია უკრაინაში კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. ჩინეთის პოზიციის არსი არის მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობა. ჩვენ უნდა მივყვეთ პოლიტიკური მოგვარების მიმართულებას, დავივიწყოთ ცივი ომის მენტალიტეტი, პატივი ვცეთ უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ შეშფოთებას და ავაშენოთ ევროპული უსაფრთხოების დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი არქიტექტურა“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.
24 თებერვალს, ოფიციალურმა პეკინმა უკრაინაში კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების მიზნით 12-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა.