ზელენსკი: უკრაინის ენერგოსისტემისთვის საფრთხე რჩება, თუმცა რთული ზამთარი უკვე გავიარეთ

ზელენსკი: უკრაინის ენერგოსისტემისთვის საფრთხე რჩება, თუმცა რთული ზამთარი უკვე გავიარეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგოსისტემისთვის საფრთხე რჩება, თუმცა რთული ზამთარი უკვე გავიდა.

„ეს ზამთარი გავიდა. ძალიან რთული იყო და ეს სირთულე გაზვიადების გარეშე იგრძნო ყველა უკრაინელმა. მაგრამ მაინც, ჩვენ შევძელით უკრაინისთვის ენერგიისა და სითბოს მიწოდება. დიახ, ენერგოსისტემისთვის საფრთხე რჩება, თუმცა ენერგეტიკულ სისტემაზე მუშაობა გრძელდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„და ჩვენ უკვე დავიწყეთ მომავალი სეზონისთვის მომზადება. ჩვენ ვხედავთ რისკებს - ჩვენ ვიპოვით რეაგირებას“, - დასძინა მან.