ევროპარლამენტმა თანამშრომლებს TikTok-ის აპლიკაციის გამოყენება აუკრძალა

ევროპარლამენტმა თანამშრომლებს TikTok-ის აპლიკაციის გამოყენება აუკრძალა

კიბერუსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტმა თანამშრომლებს TikTok-ის აპლიკაციის გამოყენება აუკრძალა, ხოლო ევროპარლამენტარებს ტელეფონიდან აპლიკაციის წაშლა ურჩია.

TikTok-ი, რომელსაც ფლობს ჩინური კომპანია ByteDance-ი, მთავრობებისა და მარეგულირებლების კონტროლის ქვეშ იმყოფება იმის გამო, რომ ჩინეთის მთავრობამ აპლიკაცია შესაძლოა გამოიყენოს მომხმარებელთა მონაცემების მოსაპოვებლად ან თავისი ინტერესების გასატარებლად.

„კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა გაჩნდა სოციალური მედიის პლატფორმის TikTok-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მონაცემთა დაცვასთან და მესამე მხარის მიერ მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ვფიქრობ, ლოგიკური და მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტი შეუერთდეს სხვა ევროპულ ინსტიტუტებს ამ საკითხში“, - განაცხადა დიტა ჩარანზოვამ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც კიბერუსაფრთხოების საკითხებზეა პასუხისმგებელი.

24 თებერვალს, ევროკომისიამ თანამშრომლებს TikTok-ის აპლიკაციის გამოყენება აუკრძალა.