ზამთრის შტორმის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატებში ტორნადოების სეზონი დაიწყო. სტიქიამ ჯერ კალიფორნიის შტატს გადაუარა, შემდეგ კი აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ოკლაჰომის, კანზასის, მისურისა და ტეხასის მცხორებლებს თავშესაფრის ძებნისკენ მოუწოდეს. კალიფორნიაში, ოკლაჰომასა და ტეხასში ათი ათსობით ადამიანი ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი. უკვე ცნობილია 12 დაშავებულის შესახებ.